ამერიკელს განცდილი მარცხის შემდეგ მინიმუმ ორი სერიოზული გამარჯვება სჭირდება, თავი რომ ისევ ბედნიერად იგრძნოს და დეპრესიაში არ ჩავარდეს, აზიელისთვის კი ერთი პატარა წარმატებაც საკმარისია.
მადრიდელებისთვის 13 ძალიან ბედნიერი ციფრია: როცა ისინი ლატარიის ბილეთს ყიდულობენ, ცდილობენ იმ ოფისში გააკეთონ ეს, რომლის მისამართშიც რიცხვი 13 ურევია, ხოლო, თუ მოგება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბილეთის საყიდლად 13 რიცხვში, ზუსტად 13 საათზე მიდიან.
5 500 წლის წინათ ძველმა ეგვიპტელებმა მოიშინაურეს ველური კატა. მათ კატას „მაუ“ დაარქვეს და თაყვანს სცემდნენ ქალისსხეულიან და კატისთავიან ღვთაებას – ბასტს.
მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში ახსოვს ძაღლს ის, რაც მის თვალწინ მოხდება, კატა კი ასეთ ინფორმაციას 16 საათის განმავლობაში იმახსოვრებს.
ძაღლს 500 000 სხვადასხვა სუნის ამოცნობა და დამახსოვრება შეუძლია, ადამიანს – მხოლოდ 80-90-ის.
არაფრით არ შეიძლება ხვადი კატა სამფერი იყოს. თუ კატა სამფერი შეფერილობისაა, დარწმუნებული იყავით, რომ ის აუცილებლად დედალია.
თუ კატა შავ-წითურია, რაც ძალიან იშვიათია, მას გამრავლების უნარი არ აქვს – სტერილურია.