ყველაზე ახალგაზრდა ბაბუა მსოფლიოში

ყველაზე ახალგაზრდა ბაბუა მსოფლიოში

სულ მალე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ბაბუა მოევლინება. ამ საპატიო წოდებას 29 წლის ბრიტანელი, უელსში მცხოვრები ახალგაზრდა მიიღებს, რომლის 14 წლის ქალიშვილი ბავშვს ელოდება.

თავიდან, როცა გაიგო, რომ მისი ქალიშვილი ფეხმძიმედაა, მომავალი ბაბუა გაცოფდა – გოგონას სასკოლო გამოცდები უნდა ჩაებარებინა. მაგრამ, აღშფოთებამ მალე გაუარა, რადგან გააცნობიერა, რომ მის ოჯახს მატერიალური დახმარება სახელმწიფომ უნდა გაუწიოს.

ამას გარდა, იგი გეგმავს, თავისი ისტორია გამომცემლობებს მიჰყიდოს და ამით „მთელი სიმდიდრე გამოიმუშაოს“. ის უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ერთ-ერთი საკვირაო გაზეთის რედაქციასთან.

მეზობლები უმუშევარ ინგლისელს „ზარმაც მომხვეჭელს“ უწოდებენ. მისი შვილიშვილის მამა 15 წლისაა და ქალიშვილის თანაკლასელია.