დაუჯერებელი ფაქტები

დაუჯერებელი ფაქტები

ჯონ ლენონის ნახმარი უნიტაზი, აუქციონზე 9 500 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

ციურიხის ქუჩებში სპეციალური, საგანგებოდ, „სახელდახელოდ” სექსისთვის გამიზნული და განკუთვნილი კაბინეტები დადგეს. თქვენ გგონიათ, ეს ტურისტების მოსაზიდად გააკეთეს?! სულაც არა. მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა თავისი მოქალაქეების წუხილი, რომელთა მიზეზი „პროსტიტუტკების“ საქციელი იყო. ისინი კლიენტებს სახალხოდ, მანქანებში „ემსახურებოდნენ” ყველას დასანახავად.

კიევში 100 გრივნად შეგიძლიათ, იქირაოთ პარტნიორი – კარტის სათამაშოდ, ქალბატონი – ოფიციალურ ვახშამზე წასაყვანად, საქმრო, საცოლე და, თუ პარკში ბავშვთან ერთად სეირნობა მოგინდებათ – ბავშვიც კი.

ერთმა ბრიტანელმა ჩიპსების ცარიელი პაკეტებისა და კოლოფების ისეთი კოლექცია შეაგროვა, რომ 10 000 ფუნტ სტერლინგადაც კი შეაფასეს ექსპერტებმა. საქმე ისაა, რომ ჩიპსის ბევრი სახეობა, რომელთა პაკეტიც ამ კოლექციაშია, უკვე დიდი ხანია, საერთოდ აღარ იწარმოება.

ჩინეთში მცხოვრებ ერთ მოქალაქეს ფრჩხილები 35 სანტიმეტრი სიგრძის აქვს. ის მათ უკვე 13 წელია, იზრდის. მისი თქმით, გრძელი ფრჩხილები საშუალებას აღარ აძლევს, ქუჩის ჩხუბებში ჩაერიოს, რასაც მანამდე აქტიურად აკეთებდა.