როგორ შევარჩიოთ თილისმა

როგორ შევარჩიოთ თილისმა

იქნებ არც გჯერათ ასეთი რაღაცეების, მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენს ბებიებს მიაჩნდათ, რომ ნახევრად ძვირფას ქვებს და მინერალებს საკუთარი მაგიური ძალა გააჩნდა – შეეძლო პატრონისთვის წარმატება, ან პირიქით, უბედურება მოეტანა.

მაგალითად, თუ ქალს პრობლემები ჰქონდა კანთან დაკავშირებით, მას საფირონის სამკაულის ტარებას ურჩევდნენ. საერთოდ საფირონს ძლიერი კოსმიური ენერგეტიკა აქვს და განსაკუთრებულ ენერგიას ჰაერის ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს ანიჭებს.

ამეთვისტო სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანია. ის გულის ტკივილს აყუჩებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მერწყულის ნიშნით დაბადებული ქალისთვის. ის მის ჭარბ ემოციებს სტაბილურობის ჩარჩოში ათავსებს.

ოქროს სამკაულებს საგვარეულო ინფორმაციის შენახვა შეუძლია. თუ შთამომავლობიდან მემკვიდრეს კეთილი ზრახვებით გადაეცემა, წარმატების მომტანია, მაგრამ თუ ერთხელ მაინც უარყოფითად დაიმუხტა, აჯობებს, თქვენგან შორს იყოს.

მალაქიტი საკმაოდ უცნაურ ზეგავლენას ახდენს ქალბატონებზე. ის თქვენი დაფარული ღირსებების გამოვლენაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით სასარგებლოა მორცხვი „ქალწულებისთვის.” ძოწი და ლალი უხსოვარი დროიდან ახალგაზრდობის ელექსირად იყო მიჩნეული. ასევე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, როგორც სულიერის, ასევე ფიზიკურის. უხდება ნებისმიერ ქალს და იზიდავს ძლიერ სქესს.