იუსტიციის სახლის სახურავიდან გატანილი ნაგავი შესალოა მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად იქცეს. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს, როცა თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში სიცოცხლისთვის საშიში ნივთები დატოვეს.
იუსტიციის სახლიდან იმ სამშენებლო ნარჩენების გატანა მოხდა, რომლის ჩამოტანაც სახურავიდან 10 ალპინისტის საშუალებით ეტაპობრივად განხორციელდა. იუსტიციის სახლის სახურავის ე.წ. პეტალების დასუფთვების ღირებულებამ კი 40 000 ლარს გადააჭარბა. როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, 15 ტონა სამშენებლო ნაგავი, იუსტიციის სახლის სახურავში 2012 წლის ზაფხულში მისი მშენებლობის სწრაფი და უხარისხო დასრულების შედეგად იყო დარჩენილი.
თუმცა, როგორც წულუკიანის უწყებაში აცხადებენ, არსებული ნაგვის აღმოჩენა ხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როდესაც ძლიერი ქარის დროს გამოწვეული ვიბრაციის გამო, სახურავმა ნარჩენების სიმძიმეს ვერ გაუძლო და ერთ ადგილას ჩამოიშლა. შემთხვევის შემდეგ გაიხსნა და შემოწმდა იუსტიციის სახლის გადახურვის შვიდივე პეტალი, სადაც სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებთნ ერთად რამდენიმე ტონა რკინისა და არმატურის ნარჩენები აღმოჩნდა. მათ შორის ზოგიერთი არმატურის წონა რამდენიმე ასეულ კილოგრამს შეადგენდა. თეა წულუკიანის უწყების ინფორმაციით, ამჟამად იუსტიციის სახლის სახურავი სამშენებლო ნარჩენისგან სრულად დასუფთვებულია, რაც ექსპერტების შეფასებით სახურავის დაზიანების საფთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს.
თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეში მორიგი მტკიცებულება იქნება.
„მაშინ, როცა მიშა სააკაშვილს წინასაარჩევნოდ, სწრაფად, უხარისხოდ, უნდა დაესრულებინა და გაეხსნა 2012 წლის შემოდგომაზე თბილისის იუსტიციის სახლი, სახურავში ჩარჩა ნაგავი, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. რეალურად საკუთარ მოსახლეობას მიშა სააკაშვილმა, ბატონმა ვაშაძემ დაუმალეს, რომ შეკრულ სახურავში, რომელის სივრცე არის 2 მეტრის სიმაღლის, დატოვეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთები. პროკურატურაში ვსვამ კითხვას, არის თუ არა ეს სიცოცხლის წიანააღმდეგ მიმართული დანაშაული?“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღეს, თბილისის იუსტიციის სახლის სახურავზე დატოვებული ნაგავი იყო გიორგი ვაშაძის და თეა წულუკიანის დაპირისპირების მიზეზი. წულუკიანის განცხადებას, რომ 15 ტონა ნაგავი პირადად ვაშაძემ ჩატოვა თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში, გიორგი ვაშაძემ ასე უპასუხა: „ჩვენ, პირადად, უფრო მეტი ნაგავი ჩავტოვეთ, რამდენიც თქვენ ააშენეთ“.
თეა წულუკიანს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი პასუხობს და აცხადებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დაკავებული იყოს ახალი სამუშაო ადგილების და საწარმოების შექმნით, მხოლოდ ნაგვის გატანითაა დაკავებული.
„ეს ხელისუფლება მოვიდა იუსტიციის სახლების ნგრევის იდეით. ნაცვლად იმისა, რომ უნიათო მთავრობა საუბრობდეს ახალ საწარმოებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე, მან მხოლოდ სამი წლის თავზე აღმოაჩინა სამშენებლო ნარჩენები იმ შენობაში, რომელიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. სამარცხვინოა, რომ დღეს ხელისუფლება სწორედ ამით არის დაკავებული და არა სამუშაო ადგილების შექმნით და ეკონომიკის გამყარებით“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
იუსტიციის სახლის სახურავიდან 15 ტონა სამშენებლო ნარჩენების გატანას ეხმაურება, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, რომლის საკურატურო სფერო სწორედ იუსტიციის სახლი იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბერის დასაწყისამდე იყო კურატორი. როგორც ჯანდიერი აცხადებს, რაც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა იუსტიციის სახლის სახურავი, დადგა საკითხი იუსტიციის სახლის მდგრადობის და კომლექსური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.
"2012 წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ მოხდა ძლიერი ქარი, რის შედეგადაც ჩამოვარდა სახურავის გარკვეული ნაწილი. ამის შემდეგ რამდენჯერმე დადგა საკითხი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მათ შორის მეც დავაყენე საკითხი, იუსტიციის სახლის მდგრადობის შესახებ ჩატარებულიყო კომპლექსური ექსპერტიზა. თუმცა, ცოტატი ადრე, იმიტომ, რომ მიზეზი ჩემი საკურატოროდან იუსტიციის სახლის გატანის სხვა იყო, ქარი არ ყოფილა. მინისტრმა ჩემთან შეუთანხმებლად, იუსტიციის სახლი ჩემი საკურატორო სფეროდან წაიღო“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.
რაც შეეხება უწყებიდან გატანილ ნაგავს, ჯანდიერის განცხადებით, თუ იუსტიციის მინისტრისთვის 2013 წელის უკვე ცნობილი იყო ფაქტის შესახებ, წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ არ გაკეთდა არაფერი იმისათვის, რომ ნარჩენებისგან გათავისუფლებულიყო იუსტიციის სახლი.
„ამ შემთხვევაში საქმე ხომ არ გაქვს სამსახურეობრივ გულგრილობასთან? იმიტომ, რომ თუ ნაგვის არსებობის შესახებ ცნობილია, მაშინ წელიწადნახევრის განმავლობაში რას ელოდები? თუ ნაგვის დატოვება არის შესადავებელი, მაშინ შესადავებელი ხდება მისი დროულად არგატანა. მიმაჩნია, რომ ამ შემთხევაში, საქმე გვაქვს არა სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, არამედ ეს არის შოუ. ნაცვლად იმისა, რომ საქმე გაკეთდეს, ასეთი საკითხებით არის დაკავებული იუსტიციის სამინისტრო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჯანდიერი.