„უმრავლესობის დეპუტატები იპოთეკარებს ივანიშვილისკენ უთითებენ - მოკითხეთ, ის დაგპირდათო“

„უმრავლესობის დეპუტატები იპოთეკარებს ივანიშვილისკენ უთითებენ - მოკითხეთ, ის დაგპირდათო“

იპოთეკით დაზარალებულები ყოფილ პრემიერს თაღლითობასა და გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებენ. როგორც იპოთეკარები აცხადებენ, მათ არაერთხელ მოითხოვეს იუსტიციის მინისტრისგან შეეჩერებინა გამოსახლების პროცესები, თუმცა მათი თქმით, წულუკიანი დაზარალებულების პრობლემებით არ დაინტერესებულა. დაზარელებულები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეჩერდეს გამოსახლება და პროცესებს მიეცეს სამართლებრივი მოგვარების სახე.

ორგანიზაცია „სამოქალაქო ალიანსი - თავისუფლებისთვის“ თამჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კერძო მევახშეობა უნდა აკრძალოს. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროში უნდა შეიქმნას მედიაციის სამსახური, რომელიც აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერევა.

იპოთეკით დაზარალებულებს თქვენი ორგანიზაცია უწევს იურიდიულ დახმარებას. უკვე ცნობილია, რომ მზადდება სარჩელი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ. იპოთეკარები, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ პრობლემის წინაშე ყოფილი ხელისუფლების წყალობით აღმოჩნდნენ, სარჩელი შეაქვთ ივანიშვილის წინააღმდეგ, თავისთავად საინტერესოა რატომ ბიძინა ივანიშვილი?

- 2012 წლის საარჩევნო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ და პირდად ივანიშვილმა დაანონსა უპროცენტო და დაბალპროცენტიანი კრედიტები, რაც ფაქტობრივად სოციალური იპოთეკის თემა გახლავთ. ამ ადამიანებს გაუჩნდათ იმედი, რომ მათი პრობლემა გარკვეულწილად მოგვარდებოდა. ბევრმა, საერთოდ პროცენტის გადახდა შეწყვიტა იმ იმედით, რომ მერე ამას დაბალაპროცენტიანი სესხებით დააფინანსებდნენ, რაც არ იყო სწორი გადაწყვეტილება და სწორედ, ამან მათი მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც უნდა უჩივლონ ივანიშვილს. არ მაქვს ილუზია, რომ პროკურატურა ამაზე საქმეს აღძრავს, მაგრამ მათ მაინც აქვთ იმედი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს თემა აქტუალური გახდება.

გასაგებია, რომ ითხოვენ დაპირების შესრულებას, მაგრამ პრობლემის არსი, ხომ ყოფილი ხელისუფლების მმართველობიდან მომდინარეობს. თავისთავად ჩნდება კითხვა, რატომ არ ითხოვენ იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას, ვისი წყალობითაც აღმოჩნდნენ ამ ვითარებაში? იპოთეკით დაზარალებულთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ სახლი იპოთეკით დატვირთეს იმიტომ, რომ საპოცესო გადაეხადათ...

- ვერ დაგეთანხმებით, რომ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ეს პრობლემა. თუმცა, არის ნაწილი, რომელსაც ბიზნესში შეექმნა პრობლემები. თუმცა, საკმაოდ დიდია ადამინთა ის ჯგუფი, ვისაც სამედიცინო პრობლემები შეექმნათ და სამედიცინო ხარჯებისთვის მოუწიათ ასეთი კრედიტების აღება. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ რამდენიმე თვე არაფორმალურად შეჩერებული იყო გამოსახლების პროცესი, რომელიც ისევ განახლდა. ადამიანების ქუჩაში გაყრაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც წინა ხელისუფლებას, ასევე ახალ ხელისუფლებას, რომელიც არაფერს აკეთებს. ადამიანებს პირდაპირ ქუჩაში ყრიან, ავადმყოფი ადამიანი საწოლაიანად გამოყავთ და ქუჩაში დებენ. არ შეიძლება ადამიანების ქუჩაში ასე გაყრა. ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ შეწყდეს ეს არადამიანური მოპყრობა.

თვეში საშუალოდ რამდენი ოჯახი რჩება ქუჩაში?

- ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. რადგან გამოსახლებას აწარმოებს როგორც კერძო აღმასრულებელი, ასევე აღსრულების ეროვნული ბიურო და ცალკე შსს. ძალიან ძნელად მოსაპოვებელი ინფორმაციაა, რადგან ხელისუფლება ამ ინფორმაციას ყველანაიარად მალავს. გამოსახლების პროცესები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ადამიანები დარჩნენ სამსახურის გარეშე, ამ კრედიტებს ვერ იხდიან. პლუს ამას, დღემდე გრძელდება ლარის დევალვაცია, დაახლოებით ზაფხულში-შემოდგომაზე პროცესი პიკს მიაღწევს, მასობრივად დაიწყება გამოსახლების პროცესები. რაც მთავარია, ხელისუფლება ამაზე არც კი ფიქრობს.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია შედგეს დიალოგი. ის ამბობს, ულტიმატუმით საუბარი არსწორი და მიუღებელია. ბატონო ზურაბ, საპროტესტო აქციების პარალელურად, თუ გქონდათ ხელისუფლებასთნ დიალოგის გამართვის მცდელობა?

- მერე ვინ მოდის დიალოგზე? ნოდარ ხადური არ არის უკანა კარებიდან, რომ შედის?! თუ არის დიალოგის შესაძლებლობა, სიამოვნებით შევხვდებით როგორც ხადურს, ასევე ვისაც აზრი მოეკითხება. იმიტომ, რომ ეს ხალხი „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ, ეხმარებოდნენ მათ გამარჯვებაში, მაგრამ იმის მერე არავინ მათი პრობლემით არ დაინტერესებულა. უმარვლესობის წევრები პირდაპირ ეუბნებიან ამ ხალხს, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, წადით ბიძინა ივანიშვილთანო.

შეგიძლიათ გვითხრათ ვინ არიან ეს დეპუტატები?

- გედევან ფოფხაძე და ასევე უმრავლების სხვა დეპუტატები, იპოთეკარებს ეუბნებიან, რომ წადით ივანიშვილს მოკითხეთ, ის დაგპირდათო. ამ ადამიანებმა საპაროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც მათ არ მუსმინეს, არავინ მიიღო. ვინც მიიღო, იმან პასუხი არ გასცა. თუ ხადურს გონია, რომ პროცესი ახლა დაიწყო, ძალიან ცდება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მის კომპეტენციას, რადგან არც კი მოუკითხია რა ხდება.

სანამ ხადური ვინმეს ჭკუას ასწავლის, ჯობია ის განსაზღვროს ვინ შეიძლება დიალოგზე წამოვიდეს. ქალბატონ წულუკიანს ემორჩილება აღსრულების სისტემა, რამდენჯერ მიმართეს წერილობით იპოთეკარებმა, მაგრამ იუსტიციის მინისტრი იმალება, ისევე როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი. ვისაც მიმართეს, ყველა იცილებს ამ ადამიანებს და ეუბნებიან, რომ ეს ჩემი თემა არ არისო. მაშინ ის მაინც უთხრან, ვის უნდა მიმართონ ამ ადამიანებმა. მერია გეუბნება, რომ ჩემი თემა არ არის, ფინანსთა მინისტრი იმალება, იმალება იუსტიციის მინისტრი, სახალხო დამცველი გეუბნება, რომ ქუჩაში ადამიანების გამოყრა მე არ მეკუთვნის და მაშინ, გაგვაგებინონ ვისი თემა არის, ვინმე არის ამაზე პასუხის გამცემი? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ ფულზე არაა ლაპარაკი. არავინ ითხოვს ვალების გასტუმრებას, რადგან, შეიძლება ამ პრობლემის ისე მოგავრება, რომ ადამიანები ქუჩაში არ გაყარონ.

მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარებს, რომ ამ მევახშეების და საკრედიტო კომპანიების უკან კონკრეტული ინტერესთა ჯგუფი დგას. დაზარალებულები ასახელებენ კონკრეტულ პირებს, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის წინა ხელისუფლების რამდენიმე ლიდერს. სანამ კონკრეტული მტკიცებულება არ მექნება, ბუნებრივია, მათ სახელებს არ გავიმეორებ. სხვადასხვა დროს ეს პრობლემები განვითარებული ეკონომიკის მქონე ბევრმა ქვეყანამ გაიარა, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, მთავარია, რომ ხელისუფლების მხრიდან არსებობდეს პრობლემის მოგვარების სურვილი. თუ ხელისუფლებამ დროზე არ იფიქრა ამ პრობლემის მოგვარებაზე, ძალიან მწვავე სოციალურ ფონს მივიღებთ, განსაკუთრებით შემოდგომაზე.