ეროსი კიწმარიშვილი: „ფასი ვანო ჩხარტიშვილთან შევათანხმე“

ეროსი კიწმარიშვილი: „ფასი ვანო ჩხარტიშვილთან შევათანხმე“

For.ge აგრძლებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას

 

თბილისში ჩამოსვლისთანავე პარტნიორს დათო დვალს შევხვდი და ვიმსჯელეთ რა გვეღონა. Bბადრის არ სურდა თავად ემართა ქვეყანა, მას სურდა რომ ჩრდილში დარჩენილიყო და სიტუაცია ჩვენთან ერთად ეკონტროლებინა.

- ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ამიტომ მოდი ირაციონალური გზით წავიდეთ. ბადრის შევთავაზოთ, რომ შევთანხმდეთ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე და ჩვენ სატელევიზიო რესურსით, ხოლო მან ფინანსებით ვუზრუნველყოთ მისი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება,-თქვა დათომ.

საპრეზიდენტო კანდიდატად სულ ორ ადამიანს განვიხილავდით - მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ჟვანიას. სააკაშვილი თითქმის კამათის გარეშე გამოვრიცხეთ, ვინაიდან ორივეს მიგვაჩნდა, რომ აბსოლუტურად განუჭვრეტადი, პიარზე ორიენტირებული პოპულისტი კაცი იყო და მისი პრეზიდენტად გახდომა ქვეყანისთვის საფრთხილო იყო. ჩვენი აზრით, მასთან ერთად რაიმე სერიოზული პროექტის რეალიზება შეუძლებელი იყო და სერიოზულად დავფიქრდით - ზურაბ ჟვანიას კანდიდატურაზე.

ზურა ჩვენი თაობის პოლიტიკოსი იყო, ჩვენ საერთო პრინციპები და ხედვები გვქონდა. მას არ ჰქონდა პოლიტიკასი ისეთი სენტიმენტები, როგორიცაა მეგობრობა, ნათესაობა. მას საოცარი ცინიზმით შეეძლო უარი ეთქვა ბევრ კომპრომისზე.

გადავწყვიტეთ ბადრისთვის შეგვეთავაზებინა, რომ ზურას ერთობლივი ძალებით მივხმარებოდით და დასაწყისისთვის საპარლამენტო არჩევნები მოეგო, ხოლო შემდეგ ამ სასტარტო პოზიციიდან 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაგვემარჯვა.

ჟვანიას მხარდაჭერის სანაცვლოდ ბადრი მინიმალურ ფასად ტელევიზიას მიიღებდა. Gგასაყიდ ფასს 2002 წელსვე დავაფიქსირებდით და 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც ჟვანია პრეზიდენტი გახდებოდა ჩვენ ტელე- ბიზნესს დავტოვებდით და რუსთავი 2 –ის მართვასაც ბადრის გადავაბარებდით.

ჩვენ მივიღებდით ახალი საქმის დასაწყებად საჭირო თანხას და ჩვენი მეგობარი გახდებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედისგან განსხვავებით ბიზნესის საწარმოებლად ხელს აღარ შეგვიშლიდა. 1999 წელს ჩვენ წარმატებულად დავიწყეთ საკომუნიკაციო ბიზნესი, ჯორჯიან ონლაინი რუსთავი 2- ის მაშველი ქამარი გახდა, საიდანაც სატელევიზიო ხარჯების დეფიციტს ვავსებდით.

ჩვენ წინადადება შევიმუშავეთ და ახლა ჟვანია უნდა დაგვეყოლიებინა პროექტში მონაწილეობაზე. ზურა ამ პერიოდში ძალიან დაგვიმეგობრდა, მან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი პროტესტის ნიშნად რუსთავი 2 ში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების შემოვარდნის გამოა დატოვა.

სიმართლე გითხრათ ჩემთვის მისი ეს ნაბიჯი გაუგებარი იყო, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარეს დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად მეტი საშუალება ექნებოდა, თუმცა ზურა ამბობდა, რომ პოსტიდან რომ არ გადამდგარიყო შევარდნაძე და თარგამაძე პარლამენტის წინ სეკრებილ ხალხს ძალის გამოყენებით დაშლიდნენ და შესაძლოა სისხლიც დაღვრილიყო.

ფაქტობრივად ზურას მის დაუზინებელ მტრებთან გარიგებას ვთავაზობდი. ბადრის გუნდში იყვნენ კახა თარგამაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, დათო გამყრელიძე და მით უმეტეს ვაჟა ლორთქიფანიძე. ჩვენ გარანტიას ვაძლევდით, რომ თუ ამ ძალასთან დამეგობრდებოდა მას ბადრი დააფინანსებდა, ჩვენ სატელევიზიო რესურსს მოვახმარდით და შევარდნაძის შემდეგ პრეზიდენტი გახდებოდა არა რომელიმე მარგინალი პოლიტიკოსი, არამედ ლიბერალური ღირებულებების მატარებელი ზურა ჟვანია.

შევარდნაძის დამხობა აზრად არ მოგსვლია, სათავეში მოსვლას არჩევნების გზით ვგეგმავდით. მარგინალი პოლიტიკოსები ასლან აბაშიძე, შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ, კონკურენტებად მათ განვიხილავდით.

ჟვანიას საბურთალოზე მის სახლში შევხვდი. ზურა ოჯახთან ერთად გერმანიაში იენის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მიემგზავრებოდა.

ზურა ფაქტობრივად პოლიტიკურ ემიგრაციაში მიდიოდა, ბოლო არჩევნები წააგო, პარტიის დაფინასებისთვის კაპიკი აღარ ჰქონდა და პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტდა.

- ზურა, ბოლო წლების განმავლობაში შენში დიდი ცოდნა, გამოცდილება და პოლიტიკური ინვესტიციაა ჩადებული და ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ-ერთი გამოკვეთილი პოლიტიკოსი აქედან ასე უბრალოდ გადაიხვეწოს. თვითმფრინავის ეგ ბილეთები ამოიღე და ჩემს თვალწინ დახიე, დარჩი და გამარჯვებამდე ერთად ვიბრძოლოთ.

ჟვანია რომ წასულიყო სათავეში გარანტირებულად რომელიმე მარგინალი აღმოჩნდებოდა.

ხელისუფლების დანებება არც ბადრისთვის შეიძლებოდა. მაშინვე ვფიქრობდი, რომ საქართველოსი ბადრის გამარჯვება რუსეთის გამარჯვების ტოლფასი იყო. ამასთან არც თუ სახარბიელო ბეგრაუნდი გააცნდა, რომელიც რუსეთში კრიმინალურ გარჩევებს და ქონების გადანაწილებას უკავშირდებოდა.

საქართველოში ისეთი პერიოდი იდგა, რომ საქმის გასარჩევად კანონიერ ქურდებთან თავად პროკურორები დადიოდნენ და ქურდები მოსამართლეებს რესტორნებში სცემდნენ. ბადრი ამ სამყაროსგან შორს არ იდგა. მე მას ამ ტიპის ადამიანად განვიხილავდი, განსხვავებით იმ ინტელიგენციისაგან, რომელიც ჯერ ასლან აბაშიძეს ეთაყვანებოდა და მერე ბადრის უმართავდა რიტუალურ ცეკვებს.

- ზურა დარჩი და ვიომოთ. ჩვენ ფინანსურად გვიჭირს, მაგრამ 2005 წლამდე სულს კბილებით მივიტანთ და შენ საპრეზიდენტო არჩევნებს მოგაგებინებთ.

- კარგი, დავრჩები და ვიომოთ, - დამთანხმდა.

 ამის შემდეგ მე და ზურა ერთხელ კიდევ შევხვდით ერთმანეთს და შეჯერებული გეგმით ბადრისთან ურეკში ერთად ჩავედით, სადაც მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გაგრძელდა.

ბადრიმ გვითხრა, რომ მზად არის ეს პროექტი განიხილოს, მაგრამ ითხოვს, რომ ახალ მემარჯვენეებსაც დაეკითხება.

- ახლები ჩემი მეგობრები არიან, მე მათ ვერ ვეტყვი, რომ ახლა ჟვანიასთან დავმეგობრდი და თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტ, მეგობრების მიმართ რალატი არ მჩვევია, ამბობს ბადრი და ითხოვს, რომ პროექტში ახლებიც ჩავრთოთ.

- თუ შენ იმას გულისხმობ, რომ ახლებს ვეტოს უფლება აქვთ, მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ვინაიდან დათო გამყრელიძე უარს იტყვის, რომ მისი ლიდერი ჟვანია გახდეს და თუ მათ გარეშე შეგიძლია გადაწყვეტილების მიღება, მასინ დროს ვაჯანჯლებთ,-ვეუბნები ბადრის.

ამის შემდეგ ბადრი გვეკითხება, რომ რა გარანტია აქვს, როცა ეს პროექტი განხორციელდება, რომ სეთანხმებას დავიცავთ და პუტინივით არ მოვექცევით.

- გარანტია არის ტელევიზია, რომელსაც აუცილებლად მიიღებ, ვპასუხობ მე.

- ეს ბიზნესის სფეროა, მას პოლიტიკასთან საერთო არ აქვს. პუტინი ჩემი და ბერეზოვსკის პროექტი იყო, მაგრამ რაც გაგვიკეთა ყველამ კარგად იცით. ამის გათვალისწინებით მე უფრო მყარი გარანტიები მჭირდება, რომ პირის გატეხვის შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენო,- ამბობს ბადრი და მივხვდი, რომ ასეთ ინსტრუმენტად რაიმე სახის კომპრომატს გულისხმობდა.

- რა უნდა იყოს ისეთი კომპრომატი, რომ თუ კაცი პრეზიდენტი გახდება და შეთანხმების დარღვევას დააპირებს, რომ ამით შეაშინო და აიძულო, რამე ნაბიჯი არ გადადგას? პუტინის მაგალითიც, ხომ ამას მოწმობს?

- კი ეს ზოგადად ასეა, მაგრამ ისეთი კომპრომატებიც არსებობს, რომელსაც ვერც პრეზიდენტი აუვლის გვერდს.

- მაგალითად?- ცნობისმოყვარედ ვკითხე.

- აი, გენერალი ლებედი ხომ გახსოვთ? ის, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ელცინს, რომ მხარი დაუჭირა?

რა თქმა უნდა, ცნობილი გენერალი ყველამ ვიცოდით. ის შემდეგ კრასნოიარსკის გუბერნატორი გახდა.

- ლებედი ჩვენს პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობდა და შეთანხმება, რომ არ დაერღვია ჩვენ მას პატარა ბიჭი გავაცანით, რომელიც მან გაჟიმა და ჩვენ ეს ფარულად ვიდეოკამერით გადავიღეთ.

ამის გაგონებაზე შოკში ჩავვარდი.

 - გამყრელიძემაც ბიჭი გაჟიმა, მის ერთგულებაში რომ ეჭვი არ გეპარება?- ვეკითხები ბადრის.

- არა, არა, - იცინის და გვეუბნება, რომ გამყრელიძეს უნდა დავუმეგობრდეთ.

ამ გარანტიების თემაზე დისკუსიამ დიდი დრო წაიღო. საბოლოო ჯამში ბადრიმ რაღაც შეთანხმება დაწერა, რომელზეც ჟვანიამ ხელი მოაწერა და ეს ქაღალდი უცხოეთის რომელიღაც ბანკსი დაიდებოდა და ბადრი მას იმ შემთხვევაში გამოიყენებდა, თუ ზურა მასთან შეთანხმებას დაარღვევდა.

მოგვიანებით ზურამ მითხრა, რომ ამ ფურცელზე რაღაც ბოდვები წერია, რომელსაც ბადრი რატომღაც დაცვის გარანტად მიიჩნევდა.

ბადრი თავს გვევლებოდა, სკუტერებით აჭარის სანაპიროსკენ გავცურეთ. ზურას მხრიდან ეს რისკიანი ნაბიჯი იყო, ასლანი მას აბრალებდა, რომ მის მოწამვლას აპირებდა. ჟვანია ამაზე ხითხითებდა ხოლმე.

უკან მოვბრუნდით და სადილზე ბადრი გვიყვება, რომ რუსეთში (რაღაც გააკეთა). Mმე ვუთხარი ნამდვილი - ცისფერყანწელივით მოქცეულხარ მეთქი.

- რა ცისფერი? - უცებ დაიძაბა და ხმა გაუმკაცრდა.

- ჰო, ჰო, ცისფერყანწელები, არ იცი, კაცო, ასეთი ლიტერატურული მიმდინარეობა არსებობდა.

არ იცოდა და ამიტომ ცისფერს ყური, რომ მოკრა დაიძაბა, ეგონა ცუდი რამე ვუთხარი.

- რუსეთში მაგ დროს “სერებრიანნი ვეკ” იყო - ჩავთვალე, რომ რუსულ ლიტერატურაში მეტად ერკვეოდა.

- რა “სერებრიანნი ვეკ”? - აქეთ მეკითხება.

ამის შემდეგ მე და ზურა “სერებრიანნი ვეკს” ხშირად ვიხსენებდით ხოლმე.

სადილზე მე, ჟვანია, ბადრი და ვანო ჩხარტიშვილი ვისხედით. ბადრის ურეკში ერთი იაფფასიანი მომღერალი ქალი ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელიც ამ დროს მღერის და ამავე დროს საწყალი, გაცრეცილ ფეხსაცმელებიანი შუა ხნის კაცი ვიოლინოზე უკრავდა. Eეს მევიოლინე, რომელიც ბათუმიდან ჩამოიყვანეს, ძალიან ჰგავდა აბესალომ ლორიას გმირს ფილმიდან :არ დაიდარდო:.

ეს ოთხი ადამიანი სუფრასთან ვსხედვართ და ეს საწყალი უკრავს. ზურა ძალიან დაითრგუნა: ბობოლები ვსაუზმობთ და ეს კიდევ რაღაც გროშების საფასურად გვართობს. ამის შემდეგ რამდენჯერმე ტკივილით გამახსენა ეს სცენა, გახსოვს რა საცოდაობას ვუყურებდითო?

ურეკში დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე ჩამოვიყვანეთ. დათო ძალიან გაღიზიანდა და არ სურდა პირველობა ზურასთვის დაეთმო. Mან წინადადება წამოაყენა, რომ საუკეთესო გამოვლენილიყო და ამის შემდეგ გადაწყვეტილიყო ვინ გახდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი. ზურა წყნარად უსმენდა, არ ეკამათებოდა, მე ვაქტიურობდი და დათოს ვარწმუნებდი, რომ ზურას მეტი გამოცდილება აქვს, თუ გვინდა, რომ რაციონალურად ვიმოქმედოთ, ერთადერთი გამოსავალი ზურას პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენება იქნება მეთქი.

თავდაპირველად დათო ბოლომდე არაფერზე გვეთანხმებოდა, გარკვევით არაფერს ამბობდა, მაგრამ დიდი კონსულტაციების შემდეგ, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა, ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ პროექტის რეალიზებას ცვენი გეგმის მიხედვით შევუდგებოდით.

შესათანხმებელი დაგვრჩა ტელევიზიის გასაყიდი ფასი. ეს შეთანხმება ჩემსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის უნდა მომხდარიყო. ჩხარტიშვილმა კუნძულ როდოსზე დამპატიჟა, სადაც მე ჩავედი და რაღაც თანხაზე შევთანხმდით. ფულს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მივიღებდით, მას შემდეგ, რაც ჩვენი გათვლით, ჟვანია საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებდა. გახარებულმა ვანომ ბადრის დაურეკა და აცნობა, რომ - აი, ამ ფასზე ჩამოვყალიბდით.

მე ჩემის მხრივ პარტნიორებს დავურეკე, რომ აი, ამდენ თანხაზე მოვილაპარაკეთ.

შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა, იყო ის რომ ბადრი ტელევიზიას არ გააკეთებდა და პროექტი რუსთავი 2-ის საშუალებით განხორციელდებოდა.

რეალობა სხვაგვარად წარიმართა. 2002 წლის შემოდგომიდან სულ მესმოდა ხმები, რომ ეთერში გასასვლელად ორი ტელევიზია ემზადებოდა, ერთს ზაზა სენგელია აკეთებდა, მეორეს თავად ბადრი. თავდაპირველად ბადრის ტელევიზიას ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აკეთებდა, მერე ეს საქმე სხვას გადააბარა.

რუსეთში როცა მეგობარ ჟურნალისტებს ვხვდებოდი, მეუბნებოდნენ, რომ სულ მალე ეთერში ბადრის მაგარი ტელევიზია გავიდოდა და მეკითხებოდნენ, მასთან კონკურენციის მეშინოდა თუ არა.

ბადრი ყველაფერს უარყოფდა: - არა, რა სისულელეა, არანაირ ტელევიზიას არ ვაკეთებ.

ვეუბნებოდი, რომ ჩხარტიშვილი აკეთებდა ტელევიზიას და მე არაფერი ვიციო, მპასუხობდა.

ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც არასასურველი ხდებოდა, თუმცა ამის გამო ბადრისთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია.

ბადრის ოფისში ვიკრიბებოდით და იქ უკვე მოქმედების დეტალებს განვიხილავდით. ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა, თუ რა რაოდენობის ფინანსები დაჭირდებოდა ზურას პოლიტიკურ პარტიას წარმატების მისაღწევად. მე ვცდილობდი, ზურასთვის რაც შეიძლება მეტი ფინანსები გადაეხადა.

(გაგრძელება იქნება)