რესტორან „ბაბილოში“ თბილისური „ბომონდის“  ცნობილები ერთმანეთს დაერივნენ - „ბომჟებივით ქვემოთ ეყარნენ...“

რესტორან „ბაბილოში“ თბილისური „ბომონდის“ ცნობილები ერთმანეთს დაერივნენ - „ბომჟებივით ქვემოთ ეყარნენ...“

ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თიკო სალაყაია მისივე ღამისეული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ამბავი, რომელზეც ახლა გიამბობთ 26 აპრილს, რესტორან ბაბილოში მოხდა. მერაბიშვილის მეუღლემ მაგიდა 15 კაცზე წინა დღეს დაჯავშნა. როგორც for.ge-ს მეზობელი მაგიდის სუფრის წევრებმა უთხრეს, თაკო სალაყაიასთან ერთად იმყოფებოდნენ, ზალიკო ბერგერი, კახა მამულაშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, „თბილისი ლაივის“ წამაყვანი თიკო სადუნიშვილი.

რას აღნიშნავდნენ „ბომონდის“ ცნობილი სახეები, უცნობია, თუმცა, როგორც თვითმხილველი ამბობს, თავდაპირველად ისინი მშვენივრად ერთობოდნენ, თუმცა, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეზობელ მაგიდასთან (სადაც სუფრა 12 კაცზე იყო გაშლილი), მჯდომ მამაკაცსა და თიკო სადუნიშვილს შორის რესტორნის საპირფარეშოსთან კონფლიქტი დაიწყო.

„ეს ამბავი დაიწყო ასე - საპირფარეშოს ჩასასვლელთან კამათი დაიწყო თიკო სადუნიშვილსა და მეორე მაგიდასთან მჯდომ ერთ-ერთ მამაკაცს შორის, რომელსაც წვერები ჰქონდა. ამ დროს მომღერალმა დაცვას დაუძახა, დროზე ჩხუბიაო. წვერებიან მამაკაცს ხელში დანა ეკავა. როგორც მერე გაირკვა, ჩხუბი თიკო სადუნიშვილის გამო მოხდა. ის კაცი ეუბნებოდა - სამი შვილი მყავსო და აბა სად მომყვებოდიო.

ისე დაიძაბა ვითარება, რომ ჩხუბში სალაყაიას სუფრის წევრები ჩაერთვნენ, ეს ბიჭი დაცვამ გარეთ გაიყვანა, მაგრამ ამ გაწევ-გამოწევაში უკვე ქალებიც დაერივნენ ერთმანეთს. თიკო სადუნიშვილი სულ ძირს აფორთხიალეს. წვერებიანი კი აგინებდა სალაყაიას სუფრის წევრებს, სუყველას გიცნობთ, ვიცი ვინც ხართ თქვენ მკვლელებოო. ამბობენ, რომ იქ ერთ-ერთი გიგი უგულავს ცოლიც იყო“, - გვითხრა სუფრის ერთ-ერთმა წევრმა.

ჩხუბი რესტორნის გარეთ გაგრძელდა, პროცესში საპატრულო პოლიცია ჩაერია. თუმცა, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა, ვინაიდან, არც ერთ მხარეს საჩივარი არ შეუტანია.

„საპატრულოსთან ერთად მოვიდა კრიმინალური პოლიციაც, ჩანაწერები წაიღეს. მაგრამ როგორც ვიცი, სარჩელი არ შეუტანიათ. რომ არა სადუნიშვილი, ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. ამ სალაყაიას სუფრის წევრებს ფეხებზე ეკიდათ კაბა ეცვათ თუ არა, ბომჟებივით ქვემოთ ეყარნენ და ისე ცეკვავდნენ“, - ამბობს სუფრის წევრი.

ფაქტს ადასტურებს რესტორნის მომსახურე პერსონალი და დაცვის თანამშრომლები, თუმცა, ღიად ამაზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს.