ჯორჯ ჰარისონის ექს-მეუღლე მესამედ დაქორწინდა

ჯორჯ ჰარისონის ექს-მეუღლე მესამედ დაქორწინდა

ბრიტანული გამოცემა „The Daily Mail“-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ 71 წლის პატი ბოიდი მესამედ დაქორწინდა.

ჯორჯ ჰარისონისა და ერიკ კლეპტონის ყოფილი მეუღლის ახალი „ოფიციალური ქმარი“ ბრიტანელი ბიზნესმენი როდ უესტონია. საინტერესოა რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში წყვილი ერთად ცხოვრობდა, ურთიერთობის იურიდიულად გაფორმებას კი თავი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოაბა.

გაგიკვირდებათ და „ახალგაზრდების“ გაბედნიერების მთავარი „დამნაშავე“ ირლანდიური ტერიერი ფრედი გახლავთ.

„მე და როდი დაქორწინებას არ ვაპირებდით. 25 წელი ერთად გავატარეთ და ვთვლიდით რომ ჩვენი ურთიერთობა ყოველგვარი „გაფორმების“ გარეშეც საკმაოდ მყარი გახლდათ. გასულ წელს ჩვენს ცხოვრებაში ფრედი გამოჩნდა. ერთ მშვენიერ საღამოს როდმა ძაღლს შეხედა, შემდეგ მომიახლოვდა და ცოლობა „ოფიციალურად“ მთხოვა. რომ არა ფრედი ჩვენ ისევ დაუქორწინებლები ვიქნებოდით“, - განუცხადა გამოცემა „The Telegraph“-ის კორესპონდენტს ბედნიერმა პატი ბოიდმა.