„ხელისუფლებას 2-3 თვე კიდევ აქვს იმისათვის, რომ ქმედითი ნაბიჯი გადადგას. თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს კურისის დასტაბილურებას, წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე“, - აცხადებს პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, სწორედ ეს არის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი.
რატომ არ არის ხელისუფლება პრობლემის დარეგულირებით დაინტერესებული და რატომ ვერ აცნობიერებს, რომ ეს სიტუაცია მის საწინააღმდეგოდ მუშაობს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ლარის გაუფასურება და ეკონომიკური კრიზისი - ამ მოტივით „ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის ყოველდღიურად მართავს აქციას ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან. ფაქტია, რომ ლარის გაუფასურებამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ნაციონალების მიზანი რა არის?
- ჩემი აზრით, იმას, რასაც ნაციონალები აკეთებენ, სწორად აკეთებენ. ამ გზით გამუდმებით ახდენენ ზეწოლას საზოგადოებრივ აზრზე. ვინ ღებულობს ამას სუფთა გულით და ვინ ირონიით, ეს სხვა საკითხია. მაგრამ, მუდმივი ზეწოლა ხორციელდა საზოგადოებაზე იმ მიზნით, რომ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით შეიქმნას მძიმე ფონი. ცხადია, ლარის კურსის გაუფასურება თანდათან, მაგრამ გავლენას ახდენს საბაზრო და სამომხმარებლო კალათზე, რაც მოსახლეობაში პროტესტს იწვევს.
გასაგებია, რომ ლარის კურისის გაუფასურებას პოლიტიკური ბრძოლოს ბერკეტად იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ თვითონ ხელისუფლება რატომ არ არის ამ პრობლემის დარეგულირებით დაინტერესებული?
- ალბათ, რამდენიმე ვერსია უნდა განვიხილოთ, ყველაზე საოცრება ის გახლავთ, რომ ლარის კურსის გაუფასურება გრძელდება და ხელისუფლებამ რეალურად, ვერანაირი საფუძველი ვერ მოძებნა იმისა, რომ ეს პროცესი როგორმე შეეჩერებინა. სულ რაღაც 2 კვირის უკან, როგორც კი ოდნავ სტაბილურობა გაჩნდა ლარის კურსში, სიტუაცია დამშვიდებისკენ წავიდა. რატომ არ აკეთებს ამას, ნამდვილად ძნელი სათქმელია. თითქოს ამბობენ, რომ შემუშავებული არის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა.
ნამდვილად არ მინდა იმის თქმა, რომ ხელისუფლებას მიზანმიმართულად მიჰყავს პროცესი კრიზისისაკენ და თუ ეს ვერსია ასეა, მაშინ მთალად გაუგებარია რა ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლება ამ კრიზისისგან მოგებული ვერც ერთ ვარიანტში ვერ დარჩება. ამიტომ, არ მესმის რატომ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას პროცესების გართულება.
„ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს იმაზე, რომ ეს პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს?
- მთელი ჩემი ცხოვრება ვიცი ერთი რამ, რომ ქვეყანაში პროცესს მართვას ხელისუფლება. თუ რაიმე ხდება ქვეყანაში, ეს არის ხელისუფლების ან დამსახურება, ან მისი სისულეების შედეგი. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ნაციონალების მიმართ, ნებისმიერი ოპოზიციური ძალა სათავისიოდ გამოიყენებს შექმნილ სიტუაციას. საქართველოში ყველა ოპოზიცია ყველა დროს ასე იქცეოდა. აქ მნიშვნელოვანი ის არ არის, ნაციონალებს საით მიჰყავთ პროცესები, არამედ მნიშვნელოვანია ის, რას აკეთებს ხელისუფლება.
ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ ეს სიტუაცია მის საწინააღმდეგოდ მუშაობს?
- თუ აქამდე ვართ მისული, ეს კატასტროფაა, მაგრამ არა მგონია. თუ ხედავს და გამოსავალს ვერ პოულობს, მაშინ კიდევ სხვა პრობლემაა. ხელისუფლებას 2-3 თვე კიდევ აქვს იმისათვის, რომ ქმედითი ნაბიჯი გადადგას. თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს კურისის დასტაბილურებას, წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე. სწორედ ეს არის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი. ხელისუფლებას მაინც დასჭირდება ამ ნაბიჯის გადადგა, თუ მას მიზანმიმართულად არ მიჰყვას ქვეყანა კრიზისისაკენ. თუ კრიზისისაკენ მიჰყავს სიტუაცია, არ ვიცი, ეს უკვე ნორმალური განსჯის საგანი ვერ გახდება. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ კონსპირაციაზე და ა.შ. უკვე ეს სქემები გამოდის წინა პლანზე და მაშინ სულ სხვა პროცესთან გვაქვს საქმე.
რატომ შეიძლება ხელისუფლებას უნდოდეს ქვეყანაში კრიზისის გაძლიერება?
- თუ ასე არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არ არის, მაშინ გამოსავალი არსებობს და ეს არის ვადამდელი არჩევნები. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლებას აქვს ერთი მახასიათებელი, რაღაცა პროექტები მზადდება, მაგრამ ამ პროექტების დაანონსება და პოპულარიზება არ ხდება. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას აქვს საშინაო დავალება, უბარლოდ დროს ელოდება, როდის დაიწყოს მოქმედებები. იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ასეთი განწყობა არის ხელისულებაში. არის მეორე ვარიანტიც - ვადამდელი არჩევნები.
როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნების გამართვის მოტივით ხდებოდეს პროცესების ხელიდან გაშვება?
- თუ ლარის კურსის ვარდნის ფონზე ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მიდის ძალაუფლების დაკარგვაზე. თუ ხელისუფლებას ქვეყანა კრიზისში შეყავს იმისათვის, რომ მერე ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და წააგოს, ეს უკვე სხვა თემაა. მაშინ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური ქმედება და არ მგონია, რომ ხელისუფლებას ეს უნდოდეს.
სწორედ, ეს კითხვა აქვს საზოგადოებას, რატომ არ ცდილობს ხელისუფლება პროცესის დარეგულირებას? ფაქტია, რომ ამ პროცესს იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“, რაც პრინციპში არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას...
- რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული ყველა აქცია მუშაობს იმაზე, რომ ეცემა ხელისუფლების რეიტინგი, მაგრამ ეს არც ერთ ვარიანტში არ მუშაობს ნაციონალების რეიტინგზე ან მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდაზე. ეს მათაც მშვენივრად იციან, მაგრამ ნაციონალები მუშაობენ, აკრიტიკიებენ ხელისუფლებას და ასე აცლიან რეიტინგის საფუძველს ხელისუფლებას. არ მესმის როგორ შეიძლება ეს უნდოდეს ხელისუფლებას. ამიტომ, მგონია, რომ ხელისუფლებას რაღაცა გეგმა აქვს, რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს, დაიწყებს ეკონომიკური პროცესის გაჯანსაღებას და ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს, დაახლოებით ასეთი სქემა უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში გაურკვეველი და საეჭვო იქნება ხელისუფლების ქმედება.
საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა გადადგეს ეკონომიკური გუნდი. თუკი არ შეიცვალა სახელმწიფო პოლიტიკა, მხოლოდ ეკონომიკური გუნდის ცვლილება გახდება ლარის გამყარების წინაპირობა?
- ნაციონალებს კაციშვილი არ ეკითხება გადადგება თუ არა ეკონომიკური გუნდი. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს უმრავლესობა პარლამენტში, პარლამენტი გამოუცხადებს ნდობას მთავრობას, ნაციონალები მიიღებენ მონაწილეობას თუ არა, ეს ცალკე საკითხია. რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს, როგორც არ უნდა შეცვალოს ეკონომიკური გუნდი, თუ პროცესი ასე წავიდა, ჩემი აზრით, რადიკალური ცვლილების განხორციელება შეუძლებელია. როდესაც ვამბობ, რომ რაღაცა საშინაო დავალება აქვს ხელისუფლებას, ეს არის ვითარების რამდენიმე დღიანი გამოცოცხლება. შემდეგ, თუ ამას არ მოჰყვა ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებამ მოსახლეობისგან არ მიიღო ახალი პოლიტიკური კაპიტალი, პროცესი ისევ ასე წავა. ასე, რომ გუნდის ცვლილება ვერაფერს ვერ მოიტანს.
თუმცა, პიარის თვალსაზრით, თუ ლარის დასტაბილურებას მოჰყვება ვადამდელი არჩევნები, ეს იქნება გამართლებული. წინააღმდეგ შემთვევაში, პოლიტიკური პროცესი ვერ გაჩერდება.