აშშ-ს არმია შავ ზღვაში მასშტაბურ სამხედრო აღჭურვილობას აგზავნის

აშშ-ს არმია შავ ზღვაში მასშტაბურ სამხედრო აღჭურვილობას აგზავნის

ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები „მაღალი დონის პარტნიორი“ გაიმართება. შესაბამისად, ბულგარეთის ქალაქ ვარნადან ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ვაზიანის საწვრთნელი ბაზისკენ დაიძრა. ქართველი და ამერიკელი 600 სამხედროს მონაწილეობით წვრთნები 11 მაისს დაიწყება და 25 მაისამდე გაგრძელდება. წვრთნა საველე სწავლებასაც მოიცავს. მისი ამოცანაა, ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოსა და აშშ-ის ჯარების თავსებადობის ამაღლება.

ვაზიანში, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნის გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის განცხადებით, მისი მინისტრობის პერიოდში შესაძლოა, ნატოსთან ურთიერთობის პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში შევიდეს. როგორც ხიდაშელი ამბობს, ამ პროცესში სრულფასოვნად გენშტაბის ხელმძღვანელის, ვახტანგ კაპანაძის დაბრუნების შემდეგ ჩაერთვება.

„ეს არის ჩვენი და ნატოს, ან ჩვენი და იმ სახელმწიფოს ორმხრივი ურთიერთობების საქმე, ჩვენი გადასაწყვეტი, ჩვენი ურთიერთობის ნაწილი, რომელიც გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლოა, ეს ურთიერთობა უფრო აქტიურ და ინტენსიურ ფაზაში შევიდეს ჩემი მინისტრობის პირობებში“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნების დაწყებას კრემლის გამოხმაურება მოჰყება.

„როგორც ნატოს ფარგლებში, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ვატარებთ წელიწადში რამდენიმე ერთობლივ წვრთნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცებისთვის იმიტომ, რომ აქ მოხდება სხვადასხვა ძალების გამოყენება, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმის გაღმავებას. გავქვს მოლოდინი, რომ ე.წ. შეშფოთება დაფიქსირდება კრემლის მხრიდან, თუმცა, ამასაც რაღაც სტანდარტული ფორმა აქვს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

აღანიშნავია, რომ სამხედრო წვრთნების დაწყებამდე აშშ-ის ოფიციალიური ვებ-გვერდზე ბულგარეთის სანაპიროსთან ამერიკიული არმიის სამზადისის კადრები გავრცელდა. უწყების განცხადებით, აღნიშნული წვრთნები მიზნად ისახავას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს არმია შავ ზღვაში ასეთ მასშტაბურ სამედრო აღჭურვილობას აგზავნის. გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორც ქვეთთა საბრძოლო, ასევე, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბათუმის პორტისკენ მიემართება.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რადგან ქართველი სამხედროები არა მხოლოდ ერთობლივ წვრთნებში იღებენ მონაწილეობას, არამედ მონაწილეობენ ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში.

„ერთის მხრივ, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერების და მათი სტანდარტის გაუმჯობესების საკითხი და მეორე, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების საკითხი, მათ შორის, რუსეთის საფრთის წინაშე. რადგან, ეს არის გზავნილი, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი გარდაუვალი და შეუქცევადია“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიას, ხოშტარია აცხადებს, რომ რუსეთი ვერ იქნება ფაქტორი იმისა, დაბლოკოს ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან.

„ჩვენ, ამით არავის არ ვაღიზიანებთ, ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა თუ ვინმესთვის პრობლემაა, თავის თავში უნდა ეძებონ ამის მიზეზი. რუსეთი ვერ იქნება ფაქტორი იმისა, რომ დაბლოკოს ჩვენი უსაფრთხოების ძიების გზა და ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან. წვრთნები არის თუ არ არის, რუსეთს მუდმივად აქვს ნეგატიური რეაქცია ნებისმიერ თემასთან, რომელიც აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას.

რუსეთისთვის ნატო არ არის პრობლემა, რუსეთისთვის პრობლემაა ჩვენი ქვეყნების -საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის უსაფრთხოების თუ განვითარების გარანტია. ამიტომ, რუსეთის რეაქცია წინასწარ ცნობილია, მიუხედავად იმისა, წვრთნები ტარდება თუ არ ტარდება, რუსეთი არის საფრთხე ჩვენი სუვერენიტეტისთვის. არავითარ შემთხევაში, ჩვენი უსაფრთხოების პროცესი მიბმული არ უნდა იყოს იმასთან, რა რეაქცია ექნება რუსეთს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერასდროს ვერ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ელენე ხოშტარიამ.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან.

მისივე თქმით, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანია რუსეთის აგრესიის შეკავება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ასევე, მზადების დონის ამაღლება, როგორც ნატოს წევრ ქვეყნებში, ასევე, ნატოს პარტნიორ სახელმწიფოებში და მათ შორის საქართველოში. რაც შეეხება რუსული მხარის შეშფოთებას, მუჩაიძე აცხადებს, რომ დღევანდელი რუსეთის რეჟიმისთვის საქართველოს ყველა წარმატება და წინასვლა შემაშფოთებელია.

„ჩვენ, გეგმაზომიერად უნდა მივყვთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ასევე, დავაჩქაროთ შესაბამისი რეფორმები, მათ შორის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პროცესი. სწორედ ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფილის მთავარი გარანტი. მიუხედავად იმისა, რა რეაქცია ექნება რუსეთს ამაზე, ჩვენ თანმიმდევრულად უნდა მივყევეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელებას. რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული ინტერესების განვითარების იგნორირება არ შეიძლება. პირიქით, მხოლოდ ამის საშუალებით მოხდება საბოლოო ჯაში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ამის მაგალითია ლატივია, ლიტვა და ესტონეთი. მათ ნატოში გაწევრიანებაზე ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთს, მაგრამ როგორც კი გახდნენ ალიანსის წევრები, დღეს-დღეობით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე დალაგებული და ცივილიზებული ურთიერთობა სწორედ ამ ნატოს წევრ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან აქვთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.