„ამ დროისთვის დასრულებულია მკვლელის იდენტიფიცირება“

„ამ დროისთვის დასრულებულია მკვლელის იდენტიფიცირება“

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის სასამართლო პროცესი 13 მაისს გაიმართება. საქმე ეხება კუს ტბის წილებთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავას, რომელსაც ბიზნესმენი აწარმოებდა. როგორც ცნობილია, ხარძიანმა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული სამართლებლივი დავა მოიგო, თუმა მოწინააღმდეგე მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სამოქალაქო დავაში, ბესიკ ხარძიანის გარდა, კიდევ ორი ორი კომპანია მონაწილეობს. კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარე გიორგი უდესიანის „კუს ტბა პალასი“ და მისი პარტნიორი, სააქციო საზოგადოება „უოლმილ სერვისი“, რომელიც ასევე მფლობელია „კუს ტბის“ საკონტროლო პაკეტის, ეს კომპანია კი პანამაშია რეგისტრირებული. მოკლული ბიზნესმენი, ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას არ ელოდება.

რა სიახლეებია ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში, გადაკვეთა თუ არა მკვლელმა საზღვარი და მოხდა თუ არა ბზნესმენის მკვლელის იდენტიფიცირება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მალხაზ სალაყაიას ესაუბრა.

რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული და თუ შეძლო გამოძიებამ ისეთი მტკიცებულების მოპოვება, რომელმაც შესაძლოა, გამოძიება დამკვეთამდე, ან თუნდაც იმ პიროვნებამდე მიიყვანოს, რომელმაც მოკლა ბიზნესემენი?

- მართლაც კოლოსალური მუშაობა აქვს გაწეული გამოძიებას. საქმის წარმატებად დასარულების აუცილებელი წინაპირობაა არ გახმაურდეს ის დეტალები, რომელიც გამოძიებას გააჩნია. საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ყველა ქმედება ემსახურება იმას, რომ საქმე გამოძიებული იქნას.

გამოძიებისთვის თუ არის ცნობილი იმ ადამიანის მარშუტი, რომლის მხრიდანაც მოხდა გასროლა? არაოფიციალური ინფორმაციით მას კეკელიძის კუთხეში მანქანა ელოდებოდა...

- ჩემთვის უცნობია დამნაშავის კონკრეტული მარშუტის შესახებ. ეს დეტალები დაზარალებული მხარისთვის სრულყოფილად ხელმისაწვდომი გახდება მას შემდედ, რაც გამოძიება დასრულდება. ვფიქრობ, რომ ეს ეტაპიც მალე დადგება. რამდენ ხანში და რა ვადებში მოხდება, ამაზე ნამდვილად არ შემიძლია საუბარი, ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიების ტაქტიკაზე.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელს, ამ საქმეს ჰყავს თვიმხილველი და მათ შორის მოკლული ბიზნესმენი ოჯახის წევრები. ბატონო მალხაზ, გამოძიებამ თუ შეძლო მკვლელის იდენტიფიცირება?

- გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მკვლელი არის ახალგაზრდა დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი. მინდა გითხრათ, რომ საქმეში არსებული მასალების და მტკიცებულებათა მიხედვით, რამდენიმე პირზე არ ყოფილა საუბარი. თვითმხილველები მიუთითებდნენ ერთ პირზე, ამ დროისთვის დასრულებულია მისი იდენტიფიცირება.

შესაძლებელია, რომ მას დატოვებული ჰქონდეს საქართველო?

- აბსოლუტურად ყველაფერი მოწმდება, როგორც შინ, ასევე გარეთ. ამ საქმეზე იმდენად სწრაფად დაიწყო ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები, რომ დაზუსტებით ვერ გეტყვით მკვლელი საქართველოში იმყოფება, თუ დატოვა ქვეყანა. ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია არ აქვს არც გამოძიებას, დატოვა თუ არა მან ქვეყანა. არ გამოვრიცხავ, რომ ის ქვეყანაში იყოს. ადამიანურ ზღვარს სცილდება ის შესაძლებლობა, რასაც გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით აკეთებს.

ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც უკავშირდება მის ბიზნე საქმიანობას, თუ შურიძიება, გამოძიებამ მკვლელობის მოტივი თუ გამოკვეთა?

- გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. ოჯახს შეიძლება ჰქონდეს ეჭვი და ვარაუდი რაღაცა ფაქტთან დაკავშირებით და აი, ამის შესახებაც ფლობენ ინფორმაციას საქმის მწარმოებელ ორგანოს მხრიდან.

ეკა ნონიკაშვილმა ღიად გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მისი მეუღლე მოკლა გია უდესიანმა. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მკვლელობაში უდესიანის მონაწილეობაზე?

- ამაზე განმარტებას თვითონ მისცემს ქალბატონი ეკა. ყველა ვერსია, რომელიც გამოითქმის, როგორც ხმამაღლა, ასევე კულუარულად, ყველაფერი მოწმდება. რას ეფუძნებოდა ეს განცხადება, ამას გამოძიება გასცემს პასუხს.

რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის პირველი ოჯახის ბრალდებას, შვილი მკვლელობის შემკვეთად ასახელებს ბიზნესმენის მეორე მეუღლეს, მათ მისცეს ჩვენება გამოძიებას, თუ დაიკითხა ეკა ნონიკაშვილი?

- აღნიშნული განცხადების ავტორს უნდა ვკითხოთ რას ეფუძნებოდა ეს ბრალდება. მე არ ვიცნობ გამცხადებელს და ამდენად, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ და ვერც საფუძველზე ვერ მიგითითებთ. ვინაიდან, აბსურდულად მიმაჩნია და რა თქმა უნდა, იგივე აზრზეა ის ადამიანი, ვის მიმართაც გამოითქვა ეს ბრალდება. სამართლებრივი პროცედურა მიმდინარებოს და შესაბამისად, სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს ყველა ბრალდებას, ვინაიდან ეს ბესიკ ხარძიანის გარდაცვალებას ეხება. ვინ როგორი ემოციური ფონზე რა თქვა და რას ეფუძნებოდა, ამაზე ყველამ პასუხი უნდა გასცეს გამოძიებას.

რა ვადებში ელოდებით საქმის გახნას?

- საგამოძიებო უწყებისთვის ეს არის მუნდირის ღირსების საქმე. ვფიქრობ, რომ ეს საქმე ძალიან მალე გაიხსნება.