მამაკაცები სქესთა ბრძოლაში მარცხდებიან

მამაკაცები სქესთა ბრძოლაში მარცხდებიან

„მამაკაცები სქესთა ბრძოლაში მარცხდებიან,“ – ასეთი განცხადება გააკეთა მეცნიერმა ქალმა ჯენი გრეივსმა. მისი სიტყვებით, მამაკაცი, როგორც სახეობა, 5 მილიონი წლის შემდეგ მთლიანად გადაშენდება, რადგან Y-ქრომოსომა, რომელიც მამაკაცის გენზე აგებს პასუხს, სუსტია და დაშლის პროცესში იმყოფება.

როგორც ავსტრალიელი მეცნიერი ამბობს, ქალის X-ქრომოსომა 1 000-მდე გენს შეიცავს. მამაკაცის Y-ქრომოსომასაც დასაწყისში იმდენივე გენი ჰქონდა, რამდენიც ქალის ანალოგს, მაგრამ, ასობით მილიონი წლის განმავლობაში მუდმივ დაშლას განიცდიდა და თანამედროვე მამაკაცს მხოლოდ 100 გენი დარჩა. ერთ-ერთი მათგანია SRY-გენი – „სქესობრივი გადამრთველი“, რომელიც ჩანასახის სქესს განსაზღვრავს.

როგორც ცნობილია, ქალებს ორი ქრომოსომა აქვთ (XX). გრეივსის აზრით, ეს საშუალებას იძლევა, დაზიანებულ გენებს ჩაენაცვლოს ჯანმრთელი. მამაკაცის Y-ქრომოსომას კი ეს არ შეუძლია და სწორედ ამიტომ ხდება გენების დაკარგვა. პროცესი უკვე დაიწყო – ეს ცუდი სიახლეა. „კარგი“ კი ის არის, რომ მამაკაცების „სინსილის გაწყვეტა“ 5 მილიონი წლის შემდეგ მოხდება. ექსპერტები გვაიმედებენ, რომ ეს დრო სავსებით საკმარისი იქნება, მედიცინის მეცნიერება ისე განვითარდეს, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, ან... შეიძლება, ადამიანის ახალი სახეობაც კი წარმოიშვას.