ხილ-ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებენ კუჭის ლორწოვანს, რაც საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება არც ისე სასარგებლო აღმოჩნდეს. კერძოდ:
ანანასი – მავნეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.
ყურძენი – უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის დროს, ქრონიკული ფარინგიტების, კუჭის წყლულის, სიმსუქნისა და კოლიტების დროს.
მსხალი – არ მიირთვათ მშიერ კუჭზე, კუჭის წყლულისა და გასტრიტების დროს.
კომბოსტო – მავნეა კუჭის წყლულის დროს, ასევე ნაწლავური კოლიკებისა და სანაღვლე გზების სპაზმისადმი მიდრეკილების არსებობის დროს.
კიტრი – უკუნაჩვენებია კუჭის წყლულის დროს, მწვავე გასტრიტებისა და ენტეროკოლიტის დროს.
პომიდორი – ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს, ასევე ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში.
ჭარხალი – მავნეა ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და განსაკუთრებით შარდკენჭოვანი დაავადების დროს.