რუმინეთში განძი აღმოაჩინეს

რუმინეთში განძი აღმოაჩინეს

ცოტა ხნის წინ რუმინეთის მცხოვრებლებმა ლითონმაძიებლის საშუალებით ნამდვილი განძეული აღმოაჩინეს – 1 471 ვერცხლის მონეტისგან შემდგარი განძი ორ კილოგრამს იწონის.

მონეტები მეთექვსმეტე საუკუნეს მიეკუთვნება, რომელთაგან 1 415 მონეტა თურქეთშია გამოჭედილი, 8 – უნგრული ზარაფხანის ნიმუშია, დანარჩენი კი – პოლონეთის ზარაფხანის. ამ უნიკალური აღმოჩენის საერთო ღირებულება 10 მილიონი დოლარია და ამ თანხის 30 პროცენტი თანაბრად გაუნაწილდებათ მპოვნელებს.

რაც შეეხება თავად განძის საუკუნოვან ადგილსამყოფელს, ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნემდე რუმინეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა მიტაცებული. რუმინელი თავადები გააფთრებით ებრძოდნენ ოსმალებს. ვალახიის პრინცმა, ვლად ცეპეშმა (ისტორიაში ცნობილია „სარზე გამსმელის“ სახელით) ოსმალების დაუფარავი სიძულვილით გაითქვა სახელი.

სადილობისას მის წინ ყოველთვის იდგა სარი, რომელზეც ოსმალო ტყვე იყო წამოცმული და მისი ტანჯვით ტკბებოდა. დღეს ვლად ცეპეში „გრაფი დრაკულას“ სახელით არის ცნობილი და მსოფლიო ისტორიის მთავარ ვამპირად არის მიჩნეული.