ფიჭის თაფლის სამკურნალო თვისებები

ფიჭის თაფლის სამკურნალო თვისებები

ფიჭის თაფლი უნიკალური იმუნომოდულატორი და ანტისეპტიკური პროდუქტია. მას, ასევე, „სილამაზის ელექსირს” ეძახიან.

მთავარი პირობაა – უნდა შეიძინოთ აუცილებლად ნატურალური თაფლი. მისი ამოცნობა შემდეგნაირად შეიძლება: გასინჯვისას ის მთლიანად უნდა გადნეს პირში და ენაზე არანაირი ნალექი არ უნდა დატოვოს; გადაყლაპვის შემდეგ ოდნავ უნდა ჩაგწვათ ყელი. თუ თაფლი დაშაქრულია, მისი კონსისტენცია უნდა იყოს ერბოსავით ნაზი და არა შაქრის ხრაშუნა კრისტალებით სავსე.

გადაღლილობისა და შეციების საუკეთესო წამალია თაფლისა და რძის აბაზანა, რომელიც უნდა მოამზადოთ შემდეგნაირად: აბაზანის მისაღებ წყალში ჩაყარეთ ორი მუჭა ზღვის მარილი; 1 ლიტრ თბილ რძეში გახსენით 1 ჩაის ჭიქა თაფლი, ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ხორბლის ზეთი და შეურიეთ წყალს, რომლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36 გრადუსს. აბაზანის ხანგრძლივობა – 15-20 წუთი. შემშრალებისთანავე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა თბილი რძე, 1 ჩაის კოვზი თაფლით.