იოგურტის სამკურნალო თვისებები

იოგურტის სამკურნალო თვისებები

ნატურალური იოგურტები, რომლებსაც შაქარი არ აქვს დამატებული, კარიესსა და ღრძილების დაავადებებს ამარცხებს, ამასთან ის წარმატებით ებრძვის პირში არასასიამოვნო სუნს, - ასე დაასკვნეს იაპონელმა მეცნიერებმა.

მათ დაადგინეს, რომ იოგურტი ნერწყვში გოგირდწყალბადის შემცველობას ამცირებს - ის კი პირის ღრუში ცუდი სუნის გამომწვევი მთავარი მიზეზია.

კვლევაში 24 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებსაც პირის ღრუს ჰიგიენისა და სწორი კვების შესახებ დაწვრილებითი ინსტრუქციები მიიღეს. მათი კვების რაციონიდან ორი კვირის განმავლობაში იოგურტი მთლიანად ამოიღეს.

ორი კვირის შემდეგ მეცნიერებმა მოხალისეების ნერწყვის ანალიზი გააკეთეს - მასში ბაქტერიების და გოგირდწყალბადის შემცველობა გაზომეს.

შემდეგ მოხალისეებს დღეში 90 გრამი იოგურტის ჭამა სთხოვეს და ისევ იგივე გაზომვები ჩაატარეს.

აღმოჩნდა, რომ ცდის მონაწილეების 80 პროცენტს ნერწყვში გოგირდწყალბადის შემცველობა შეუმცირდა. გაუმჯობესება დაეტყო კბილების და ღრძილების მდგომარეობასაც.