დღის შუქი მხედველობისთვის აუცილებელია

დღის შუქი მხედველობისთვის აუცილებელია

ღამით, როცა ადამიანის ორგანიზმს სძინავს, თვალი წუთითაც კი არ წყვეტს მუშაობას. ამ დროს მიმდინარეობს მხედველობის ნერვის სტიმულაცია. თვალის ნერვი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ, მხედველობის გაუარესების ძირითადი მიზეზი სწორედ გადაღლა და სტრესია.

თვალები რომ დაასვენოთ, დროდადრო მილულეთ. ამ დროს დუნდება თვალის კუნთები, ქრება საერთო დაძაბულობა. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც ჩაატარებთ შემდეგ მედიტაციას: ჩააქრეთ ოთახში შუქი, ჩამოაფარეთ ფარდები, მაქსიმალურად დაბნელებულ გარემოში მოეწყვეთ მოხერხებულად, ისე, რომ სხეულის თითოეული ნაწილი მოდუნდეს. ისუნთქეთ ღრმად, მაგრამ ძალდაუტანებლად. თუ პერიოდულად ხედავთ ვარსკვლავის მსგავს ნათებას, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მხედველობის ნერვი განაგრძობს მუშაობას. ვარჯიშის ხანგრძლივობა 20 წუთია.

ის, ვინც სუფთა ჰაერზე დიდხანს შრომობს, უკეთესი მხედველობით გამოირჩევა, ვიდრე ის, ვინც შენობაში მუშაობს დილიდან საღამომდე.

დღის შუქი მხედველობისთვის აუცილებელია. ამიტომ, მზიან ამინდში დილის 9-დან 10 საათამდე დადექით ღია ფანჯარასთან და სახე მზეს მიუშვირეთ. თვალები დახუჭეთ და თავი ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ატრიალეთ. დროდადრო ხელები თვალებზე მიიფარეთ, რათა მზის სხივები და ჩრდილი ერთმანეთს შეანაცვლოთ, მერე კი პირი ცივი წყლით დაიბანეთ.