ბოლო დროს ჩატარებული კვლევებით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, თუ თავის ტვინის რომელიმე სენით დაავადებული ადამიანი სამკურნალო პრეპარატებთან ერთად C ვიტამინსაც მიიღებს, მკურნალობის ეფექტი მეტი იქნება, რადგან, C ვიტამინი თავის ტვინში პრეპარატების შეღწევას აიოლებს.
კერძოდ, ასკორბინის მჟავის დამატება პრეპარატებს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვაში ეხმარება, ჩვეულებრივ მდგომარეობაში კი ტვინში ნივთიერებების შეღწევა გაძნელებულია.
ექიმების მოსაზრებით, C ვიტამინის ამ თვისების გამოყენება მნიშვნელოვნად გააადვილებს შიდსის, ასევე, სხვა ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ კი, ეპილეფსიის, პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების მკურნალობას.