გოგრა ხორცის შიგთავსით:

გოგრა ხორცის შიგთავსით:

დავჭრათ ხორცი საშუალო ნაჭრებად და დავაწითლოთ ძლიერ ცეცხლზე ზეთში და კარაქში. დაჭრილი ხახვიც დაუმატოთ ხორცს და ცოტა მოვშუშოთ

გავხსნათ ბულიონი წყალში, გაურიოთ 3-4- კოვზი არაჟანი. გოგრას თავი ლამაზად მოვაჭრათ, ამოუღოთ თესლები. გოგრას ძირზე ჩაუყაროთ ქინძის თესლი, ორცხობილა, ბულგარული წიწაკის რამოდენიმე ნაჭერი, ცხარე წიწაკაც და მოვაყაროთ მოშუშული ხორცის ნახევარი და მწვანილი. ასევე გავაკეთოთ მეორე ფენაც.

ბოლოს მოვასხათ არაჟნიანი ბულიონი, მოვაყაროთ მწვანილი და მარილი. სახურავით დავაფაროთ გოგრის თავი და შევდგათ ღუმელში 2 საათით, 200 გრადუსზე.

ინგრიდიენტები:

1 კგ.ხორცი ღორის (ცხვრის უკეთესია ნეკნები) ნეკნები,

2 დიდი თავი ხახვი,

ორცხობილა,

2 ცალი ბულგარული წიწაკა,

2 ცალი მწარე წიწაკა,

ოხრახუში,

ქინძის თესლი,

4 კუბიკი ბოსტნეულის ბულიონი,

არაჟანი,

1 ცალი საშუალო სიდიდის გოგრა.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ხვანჭკარა.

perfectcook.org