ეგვიპტეში მუზეუმებს ემტერებიან

ეგვიპტეში მუზეუმებს ემტერებიან

ეგვიპტის არეულობისას ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმიდან და არქეოლოგიური ძეგლებიდან ათასამდე სიძველე დაიკარგა. ამის შესახებ სიძველეთა საქმეების მინისტრმა ზახი ჰავასმა განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატები მოროდიორებს გადაურჩა.  

მანამდე მედიის ყურადღება ძირითადად ქაიროს მუზეუმზე იყო გადატანილი, რომელიც მოროდიორებმა 29 იანვარს გაძარცვეს. ამ დღეს მუზეუმიდან 50–ზე მეტი ნივთი დაიკარგა, რომელთა ნაწილის დაბრუნებაც მოხერხდა. ყველაზე ძვირფასი დანაკარგი ეხნატონის ქანდაკებაა.

მარტში ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის საცავიც გაიძარცვა, საიდანაც 145 ნივთი გაიტანეს. 9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ქაიროს მუზეუმი ისევ დაიხურა, რისი მიზეზიც ქალაქის ცენტრში დაწყებული ახალი არეულობები იყო. ხელისუფლებამ ექსპონატების დაცვის მიზნით მუზეუმის დახურვა გადაწყვიტა, თუმცა როდის გახსნიან მას დამთვალიერებლებისთვის, უცნობია.