„თუ ეს 500 კაცი დაბრუნდება საქართველოში, რუსეთი უფრო მეტად აგრესიული გახდება საქართველოს მიმართ“

„თუ ეს 500 კაცი დაბრუნდება საქართველოში, რუსეთი უფრო მეტად აგრესიული გახდება საქართველოს მიმართ“

როგორია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში ბარაკ ობამას როლი და რა ვითარება შეიქმნება საქართველოში ისლამისტთა რიგებიდან გაწბილებული პანკისელი ახალგაზრდების დაბრუნების შემთხვევაში?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი ესაუბრა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ .. ისლამურმა სახელმწიფომ და რადიკალურ მოძრაობა - თალიბანმა ერთმანეთს ჯიჰადი გამოუცხადეს, რადგან ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა -აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა თალიბანის ლიდერს - მულა მუჰამედ ომარსსულელიდაუვიცი სარდალიუწოდა. რამდენად დამაჯერებელია ავღანეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, რაც ორ ტერორისტულ დაჯგუფებას შორის სავარაუდო კონფლიტს ასახავ?

- საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაშია შეყვანილი, თითქოს არსებობს დაპირისპირება ამ ორ ძალას შორის. სინამდვილეში, არანაირი დაპირისპირება ისლამურ ჯიჰადსა და ხალიფატს შორის არ არის. უბრალოდ, ეს ორი ძალა ეჯიბრება ერთმანეთს ისლამურ სამყაროში ჰეგემონიისთვის. ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ ჯერ კიდევ ჩეჩნეთის ომის დროს, როდესაც თითქოს, შამილ ბასაევი უპირისპირდებოდა ჯოხარ დუდაევს, შემდეგ თითქოს, ისევ შამილ ბასაევი უპირისპირდებოდა ასლან მასხადოვს. ამას შეცდომაში შეჰყავს დასავლეთი და კოალიციის პარტნიორები.

სინამდვილეში, არაფერი არ შეიცვლება, ტერორისტულ მოქმედებებს ეს ორივე ორგანიზაცია გააგრძელებს დასავლური სამყაროს, ქრისტიანების წინააღმდეგ. მაგრამ, ყველაზე საშინელი ჩემთვის ის ფაქტია, რომ ისლამური ხალიფატის რიგებში, ჩვენდა სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, არამუსლიმანი ქართველებიც, როგორც ეს სულ ახლახანს გაირკვა. ვგულისხმობ სულ ახლახანს უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლს, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო გმირად მოიხსენიებს. ეს უფრო დიდი საფრთხეა საქართველოსთვის, რომ ქართველები მონაწილეობას იღებენ ისლამური სახელმწიფოს კონფლიქტში სირიასა და ერაყში.

ისლამური სახელმწიფოს რიგებში პანკისელი ახალგაზრდების, მათ შორის, ბავშვების გადინება სამომავლოდ უფრო დიდი პრობლემა გახდება საქართველოსთვის, თუ მათი დაბრუნება? მათი სამშობლოში დაბრუნება აპრიორი ტერორისტულ აქტებს ნიშნავს საქართველოსთვის?

- მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ვერცერთ შემთხვევაში ვერ განაგრძობენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ყველამ კარგად ვიცით, რა დანაშაულებს სჩადის ე.წ. ისლამური სახელმწიფო სირია-ერაყის ტერიტორიაზე. დიდი შანსია, რომ საქართველოს მოქალაქეებიც იღებდნენ ამ დანაშაულში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ეს, ყველა შემთხვევაში, მათ ფსიქიკაზე მოქმედებს და ეს ადამიანები ნორმალურები ვერ დაბრუნდებიან საქართველოში. როდესაც ადამიანი ასეთი დანაშაულის თანამონაწილე ხდება, ის უკვე ცდილობს, თავისი თავის გამართლება მოძებნოს. ეს ნიშნავს, რომ ის გააგრძელებს ასეთ მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზეც.

ჩვენთვის ყველაზე საშიშია, თუ გამოცხადდება ახალი ჯიჰადი რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან ვლადიმერ პუტინმა ორი კვირის წინ ღიად განაცხადა, რომ რუსეთისთვის ერთადერთ საფრთხეს ჯერჯერობით წარმოადგენს ისლამური სახელმწიფო და ის ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე. როდესაც მებრძოლები საქართველოდან გადიან თურქეთში და შემდეგ გადადიან ერაყში საბრძოლველად, არსებობს შანსი, რომ ეს მებრძოლები დაიწყებენ დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას. პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს თავის ინტერესებს. რუსეთი როგორც იცავს თავის ინტერესებს, ეს ყველამ კარგად იცის. დავუმატოთ ამას, რომ საქართველოს მოქალაქე, არამუსლიმანი, ქრისტიანი, რომელიც სააკაშვილის დროს თავდაცვის სამინისტროს მოქმედ რიგებში ირიცხებოდა და უკრაინის ბრძოლებშიც იღებდა მონაწილეობას (სადაც ის მოკლეს), თავის ინტერვიუში აცხადებდა, რომ იღებდა მონაწილეობას სირიაში. ამიტომ საინტერესოა, რომელ ფორმირებაში იმყოფებოდა, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი სირიაში, იყო თუ არა ეს დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ახალი ხელისუფლება თავის თავზე იღებს მის დასაფლავებას, იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანი და მისნაირები გამოაცხადოს უკანონოდ. შეიძლება, პრემიაც მისცენ მის ოჯახს, ეს არის დანაშაული სირიასა და ერაყში ამოხოცილი ხალხის წინაშე.

თუკი 6-დან 9 წლამდე პატიმრობით დაისჯება უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, გახდება კი ეს შემაკავებელი ფაქტორი ცალკეული პანკისელისთვის, რომლიც ამბობ, რომ საქართველოს ციხეში ჯდომას ურჩევნია ისლამური სახლმწიფოს რიგებში ბრძოლა?

- იბრძოლონ და ამას მათი დაღუპვა მოჰყვება.

მაგრამ პარალელურად ამას ასირიელებისა და სხვების მასობრივი ხოცვა მოჰყვება. ამდენად, გამოსავალს ხედავთ საქართველოს კანონმდებლობის გამკაცრებაში?

- ჩვენ ხომ საქართველოს ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ. საქართველოს ინტერესებში არის, რომ ეს ადამიანები არ დაბრუნდნენ საქართველოში. ამისთვის საქართველომ უნდა მიმართოს ყველა ძალ-ღონეს, დაწყებული დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლით. იქ არ არის მარტო ისლამური სახელმწიფო, იქ არის „ალ ქაიდა“ და სხვა ორგანიზაციები. ამიტომ ამ ორგანიზაციის წევრებზე, ვინც საქართველოდანაა გასული, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია კოალიციას, თუ შესაძლებელია, მათი ადგილმდებარეობის, მათი კონტაქტების, მათი ნათესავების შესახებაც ვაცნობოთ. უნდა შეიზღუდოს მათი ნათესავებისთვის სახელმწიფო დახმარების, პენსიების გაცემა, როგორც ეს ბელგიამ გააკეთა. უშუალოდ ამ ოპერაციებში წასული ადამიანები უნდა გამოცხადდნენ უკანონოდ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ უნდა ჩამოერთვათ მოქალაქეობა, რომ არ ჰქონდეთ საქართველოში დაბრუნების საშუალება.

მაგრამ უფრო აგრესიულები რომ გახდნენ ამით?

- უფრო აგრესიული შეიძლება გახდეს 300, 500 თუ 1000 კაცი, მაგრამ, თუ ეს 500 კაცი დაბრუნდება საქართველოში, რუსეთის არმია კიდევ უფრო მეტად აგრესიული გახდება საქართველოს მიმართ. ასე რომ, ჩვენ ახლა ვართ სცილასა და ქარიბდას შორის, ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რუსეთმა მოახდინოს საქართველოს მთლიანი ოკუპაცია, თუ ბრძოლა გამოვუცხადოთ თუნდაც 55 ათას ტერორისტს, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის.

რადიკალი ისლამისტების მობილიზებაში დიდი ძალა აქვს ინტერნეტს, თუმცა ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ ინტერნეტი აქ არაფერ შუაშია და აქ მთავარია სალაფისტური იდეები, სასწავლებლად წასული ვაჰაბიტი სტუდენტების კავკასიაში დაბრუნება. თარხან ბათირაშვილის მამა ამბობს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რაც მისი შვილი ისლამისტთა რიგებში წავიდა. უფრო მეტიც, ისლამისტებს ჩინეთიდანაც კი უერთებიან მუსლიმანური აღმსარებლობის ადამიანები, მათ შორის, ქალებიც. რა იწვევს ისლამისტებთან მასობრივ გადინებას მსოფლიოს 25 ქვეყნიდან და რა აბრკოლებს დასავლურ სამყაროს? ის, რომ 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე და ამას მოჰყვება უამრავი მსხვერპლი?

- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დასავლურ სამყაროს აბრკოლებს ბარაკ ჰუსეინ ობამას არასწორი საგარეო პოლიტიკა, რომელიც წარმართა პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემდეგ, რაც მას მიანიჭეს ნობელის პრემია შეუსრულებელი დაპირებების გამო. მოგეხსენებათ, 2012 წელს არჩევნებამდე ბარაკ ობამამ დაპირება დადო, რომ შეძლებდა პალესტინისა და ისრაელის შერიგებას. ამის გამო მიანიჭეს ნობელის პრემია. თუმცა მან ეს ვერ შეძლო. ამის შემდეგ ობამამ სახელმწიფო დეპარტამენტის სახსრების გამოყენებით შეძლო, განეხორციელებინა რამდენიმე ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება - ლიბია, ტუნისი, ეგვიპტე... სწორედ ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდებოდა გადატრიალებები. ტერორისტი მუჰამედ მურსი გახდა ეგვიპტის პრეზიდენტი, შემდეგ სამხედროებმა შეძლეს მისი ჩანაცვლება და მუჰამედ მურსი ახლა დაკავებულია სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით, იგი ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასთან“ კავშირის გამოა გასამართლებული. ბარაკ ობამა პირდაპირ უჭერდა მხარს სირიაში ტერორისტული „ალ ქაიდას“ მომხრეებს, აფინანსებდა მათ და ამას წერენ კიდეც აშშ-ში. შეგიძლიათ, იხილოთ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის - პამელა გელერის სტატიები, ტერორიზმის ექსპერტის-რობერტ სპენსერის სტატიები, კონსერვატორული გაზეთის სტატიები. ამერიკის კონსერვატორები პირდაპირ ადანაშაულებენ აშშ-ის პრეზიდენტს აგრესიული ისლამის მხარდაჭერაში ახლო აღმოსავლეთში, ისევე, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადანაშაულებს ობამას. ამიტომ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებმა ვერ გაიგეს, რა ხდება მსოფლიოში, ბოლოს და ბოლოს, ისლამური სახელმწიფო თუკი ამერიკელების საქმეს აკეთებს, კარგები არიან თუ ცუდები? ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერ მოხერხდა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება ისლამისტების წინააღმდეგ. ისლამისტები რომ ხალხს ხოცავენ, ეს გასაგებია. ისიც გასაგებია, რომ ბაშარ ასადი ცუდი ადამიანია, მაგრამ რომელი სჯობს, ტერორისტი მურსი ეგვიპტის პრეზიდენტად თუ ბაშარ ალ ასადი, რომელთანაც შეიძლებოდა საერთო ენის გამონახვა?!

ამ შემთხვევაში, რა იყო აშშ-ის ინტერესი? ამერიკის ნაცვლად, სიტყვაზე, თურქეთი რომ ყოფილიყო, ეს კიდევ გასაგები იქნებოდა. თურქეთი მაინც სუნიტური სახელმწიფოა და მას აქვს ოსმალეთის იმპერიის აღდგენის ამბიცია. ის, რომ ისლამური ხალიფატი თურქეთის წინააღმდეგ არ მიმართავს ძალებს, თურქეთისთვის ეს სიმშვიდის ფაქტორია და თურქეთი აქტიურად არ ერევა ნტიისლამისტთა კამპანიაში.

- თურქეთი მხარს უჭერს ისლამურ ხალიფატს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ თურქეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებები ეხმარებოდნენ მოჯაჰედებს სირიაში ომის დროს, რადგან ბაშარ ასადი უხვად იყენებდა ავიაციას. თურქები ავარჯიშებდნენ ასადის მოწინააღმდეგეებს. თურქეთშია საამისო საწვრთვნელი ბაზები გახსნილი. სწორედ თურქეთია ის დისლოკაციის ადგილი, სადაც უკრაინაში დაღუპული ე.წ. ქართველი გმირი გადიოდა წვრთნებს და ის ღიად წერდა, რომ თურქეთში გადავიდა, იქ მოემზადა და შემდეგ წავიდა სირიაში. თუ ისლამისტები გამოიწევენ თურქეთში და ერდოღანის გადაგდება მოუნდებათ, რა თქმა უნდა, ერდოღანი მათი წინააღმდეგი იქნება, მაგრამ ახლა ამის საფრთხე არ არის. რაც შეეხება აშშ-ის ინტერესს, მათი ინტერესი მარტივია. როდესაც ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ ის შეარიგებდა ბენიამინ ნეთანიაჰუს და მაჰმუდ აბასს, ნეთანიაჰუმ ამაზე უარი განაცხადა, არც 67 წლის საზღვრებში სურდა დაბრუნება და იერუსალიმის გაყოფა. ამით განაწყენებულმა ობამამ დაიწყო აგრესიული რეჟიმების მოყვანა ისრაელის საზღვრებთან. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ირანთან სანქციების მოხსნას აპირებს ობამა. აქედან გამომდინარე, როდესაც ისლამური სარტყელი მთლიანად შემოეკვრებოდა ისრეალს, ისრაელი იძულებული გახდებოდა, არაბებთან დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

ახლა იორდანელი პილოტი რომ დაწვეს ისლამისტებმა, შეგახსენებთ, იორდანიის მეფე მუჰამედ წინასწარმეტყველის შორეულ ნათესავად ითვლება, იორდანია არ არის აგრესიული ისლამის მიმდევარი, მეტიც, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს იორდანიას ისრაელთან იმ დონეზე, რომ დაზვერვით ინფორმაციას აწვდის. ამ დროს იორდანიაშიც კი აპირებდნენ ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ იორდანიის მეფემ შეძლო ხელისუფლების ხელში დაჭერა. ასე რომ, ეს სიტუაცია აშშ-ის შექმნილია, ამას ადასტურებს არაერთი ფოტომალასა, სადაც ჯონ მაკკეინი, სააკაშვილის ლობისტი, გადაღებულია „ალ ქაიდას“ ხელმძღვანელთან, რომელსაც ჩაუტანა ჰუმანიტარული დახმარება და იარაღი სირიაში. ამის დამადასტურებელი ფოტოები არის ინტერნეტში, სწორედ ამას უყენებენ მაკკეინს ბრალდებად. ამერიკაში არის ომის პარტია, რომელსაც ომის გარდა არაფერი სურს და ამით თავის კორპორაციულ ინტერესებს ატარებს.

მოკლედ, .. არაბული გაზაფხულისპირველი შედეგები, რასაც მოჰყვა მსგავსი პრცესები ეგვიპტეში, სირიაში, ლიბიაში, ტუნისში, არ ყოფილა მთლად გაზაფხულის ომტანი.

- მინდა გითხრათ, რომ „Spring“ ითარგმება ორნაირად-ერთია „გაზაფხული“ და მეორე- „ზამბარა“. მე უფრო „არაბულ ზამბარას“ ვუწოდებდი და არა „არაბულ გაზაფხულს“. ამას არავითარი კარგი შედეგი არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ იქ 5 მილიონამდე ადამიანი დევნილია, 400 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა ქვეყნები.

საქართველოსთვის საშიშროებიდან გამომდინარე, ბევრი ემხრ დევნილი ასირიელების ექსპორტს ჩვენს ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია საქართველოში ნიტების და ვაჰაბიტებ დაპირისპირებ ინსპირირება?

- ამის არანაირ წინაპირობას არ ვხედავ, რადგან საქართველოში სუნიტური ისლამი არ არის ისეთი ძლიერი, რომ ვინმეს დაუპირისპირდეს. თანაც, ესენი არც არიან ვაჰაბიტები, ესენი არიან სალაფისტები, რომლებიც თვლიან, რომ მუსლიმანმა უნდა იცხოვროს მუჰამედის მიერ დაწერილი წესებით. ამიტომაცაა ასეთი აგრესია, თავის მოჭრა და სხვა. 500 ფეხმძიმე ქალი ორმოში ჩაყარეს და ცოცხლად დამარხეს და მე არ მინახავს საქართველოს მუსლიმანთა ასოციაციის განცხადება იმის შესახებ, თუ რა საშინელებას აკეთებენ ისლამის სახელით.

საქართველოში რთულ პროცესებს ველი, როდესაც კოალიციაში მიიღებენ გადაწყვეტილებას, სერიოზული დარტყმა მიაყენონ ისლამისტებს, ისინი აუცილებლად დაიწყებენ გადაადგილებას დისლოკაციის ადგილებზე. ბევრი მათგანი პანკისის ხეობიდანაა, დაბრუნდება საქართველოში და ამას აუცილებლად მოჰყვება აგრესია რუსეთისგან. როდესაც რუსები დაიწყებენ საქართველოში გარკვეული ოპერაციების ჩატარებას, ამას მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წივილ-კივილი, აი, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის შემოსვლა დაუშვაო.