რეცეპტი წარმატებისთვის

რეცეპტი წარმატებისთვის

ყველა ადამიანს აქვს შანსი, შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ. თუ მოინდომებთ, აუცილებლად იქნებით წარმატებული.

დააკვირდით ერთ უცნაურობას: ყველას, თითქმის გამონაკლისის გარეშე, აქვს სურვილი, იცნობდნენ და აფასებდნენ, ილაპარაკონ მასზე, როგორც დადებით და წარმატებულ ადამიანზე. მაგრამ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელები თუ აკეთებენ რამეს, რათა სურვილები რეალობად ექცეთ.

ადამიანები რატომღაც ფიქრობენ, რომ დიდება და წარმატება მათთან თავისით მივა, ან საერთოდ არ მივა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ლანგრით არავინ არაფერს მოგართმევთ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია და უცებ, ბედის წყალობა დაებერტყა თავზე. თქვენს ცხოვრებაში რაღაც კარგი რომ მოხდეს, უნდა გაისარჯოთ. ერთბაშად დიდ ნაბიჯებსაც ნუ გადადგამთ. პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყეთ. მთავარია, დაიწყოთ... ასე, ნელ-ნელა, მაგრამ ჯიუტი დაჟინებით მიხვალთ რეალურ მიზნამდე. აღმოაჩინეთ საკუთარ თავში სხვადასხვა ტალანტი. ღირსებები და უნარები. თუ საკუთარი შესაძლებლობები კარგად არ გეცოდინებათ, ვერასოდეს გაიხსნებით ბოლომდე და ვერც თვითრეალიზებას მოახერხებთ.

თავად „დაიწერეთ“ თქვენი წარმატების რეცეპტი, ხოლო რომელი „სანელებლებით“ შეაზავებთ, ეს მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ.