გმირი, თუ ილუზია?!

გმირი, თუ ილუზია?!

დიახ, გმირები აღარ არიან. ან რაღა დროს საქმენი საგმირონია, როცა ჩვენი ცხოვრება ისე გართულდა, გმირის კი არა, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანის პოვნაც ჭირს. თუმცა, თუ თქვენი იდეაფიქსია გვერდით აუცილებლად გმირი გყავდეთ, გაითვალისწინეთ, ისინი ძირითადად, ოთხი ტიპის გვხვდებიან:

„ზორო” – ის შეიძლება „ცუდი ბიჭიც” იყოს. ოდნავ უზრდელი და უხეში, არც ისე დახვეწილი მანერებით. მაგრამ, გული კეთილი ექნება და ბოროტებისგანაც შორს დაიჭერს თავს. მასთან არ მოიწყენთ. ეს ფაქტია, მაგრამ მეტისმეტი პრაგმატიზმი შეიძლება, არ მოგეწონოთ. „ზორო” რეალისტია და ჭეშმარიტი მამრი.

„აივენჰო” – ის უფლისწულია. თეთრი ცხენითა და რაინდული თვისებებით, რომელიც აუცილებლად გაგრძნობინებთ თავს ზღაპარში, მაგრამ რეალური ცხოვრება ზღაპრისგან ძალიან შორსაა. უფლისწულები ყოველდღიური პრობლემების წინაშე საკმაოდ უმწეონი არიან და ბოლოს შეიძლება, თქვენზე „ამხედრდეს”. სამაგიეროდ, ყოველთვის თქვენი ერთგული იქნება.

„პიტერ პენი” – მამაკაცი-ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა. ყველაფერი დანარჩენი თქვენი გასაკეთებელი იქნება. მისი და ოჯახის გამოკვება თავად მოგიწევთ.

„ჯეიმს ბონდი” – ქარიზმატულია, მაგიური მიმზიდველობით, მაგრამ უყვარს ყველაფრის გასაიდუმლოება და არც ისე ხელგაშლილია. ნურც ეცდებით, მას გაუგოთ, მაინც არაფერი გამოგივათ. ქმრად ვერა, მაგრამ საყვარლად კარგი ვარიანტია. ახლა კი, გადაწყვეტილება თავად მიიღეთ.