ყველაზე კარგ და ყველაზე ცუდ საქმიანობათა ათეულები

ყველაზე კარგ და ყველაზე ცუდ საქმიანობათა ათეულები

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად სექსი და ალკოჰოლი უყვართ, ხოლო ყველაზე საძულველი მათთვის მკურნალობა და ჭურჭლის რეცხვაა.

ახალი ზელანდიის კენტბერის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, კარსტენ გრიმის ხელმძვანელობით, კვლევის დროს სამი კრიტერიუმი განიხილა: პირველი არის კმაყოფილება, ესე იგი, სიამოვნების შეგრძნება. მეორე – ჩათრევა, პროცესში ჩაბმა, უწყვეტობა და მესამე – დიდისა და სასარგებლოს მიღწევის სურვილის მნიშვნელობა.

ამ სამი კრიტერიუმის მიხედვით, პირველ ადგილზე გავიდა სექსი. სიამოვნების მიღების მიხედვით, მეორე ადგილზე მოხვდა ალკოჰოლის სმა და საღამოებზე დასწრება, მაგრამ, მნიშვნელობის მიხედვით – მხოლოდ მეათეზე. სამაგიეროდ, ლექციებზე დასწრებასა და სწავლას არ მოაქვს დიდი სიამოვნება, მაგრამ, აღიქმება, როგორც მნიშვნელოვანი.

გრიმის აზრით, მთავრობები, რომლებიც მოწადინებულნი არიან, გაზარდონ ადამიანების კეთილდღეობა, ძალიან დიდ სირთულეებს წააწყდებიან.

საუკეთესო საქმიანობათა ათეული: 1. სექსი, 2. ალკოჰოლის სმა, 3. სხვების დახმარება, 4. რელიგიური ჩართვა, 5. ბავშვების მოვლა, 6. მუსიკის მოსმენა, 7. ურთიერთობა, 8. ჰობი, 9. შოპინგი, 10. თამაშები.

ყველაზე ცუდი საქმიანობები: 1. მკურნალობა, 2. ფეისბუქი, 3. საოჯახო საქმეები, 4. სწავლა, 5. გამოცდები და ტესტები, 6. ლექციები, 7. ფულის გამომუშავება, 8. საცხოვრებლის შეცვლა, 9. მუშაობა კომპიუტერთან, 10 ჭურჭლის რეცხვა.