სტიქიის მომრჯულებელი

სტიქიის მომრჯულებელი

ჩინეთში, ქალაქ ლეშანის სიახლოვეს, იქ, სადაც სამი მდინარე ერთვის ერთმანეთს. ქვისგან გამოკვეთილი ბუდა მაიტრეის უზარმაზარი ფიგურა „ზის“. ადგილობრივი მცხოვრებლები მას „მილუს“ ეძახიან და მიაჩნიათ, რომ ის მათ სტიქიისგან იცავს. 1868 წლამდე, სანამ ქვეყანას ამერიკის თავისუფლების ქანდაკება მოევლინებოდა, ბუდას 71-მეტრიანი ფიგურა პლანეტის ყველაზე მაღალ სკულპტურად იყო მიჩნეული.

ლეგენდის მიხედვით, ბევრი ასწლეულის წინ, სამი მდინარის შეერთების ადგილი სტიქიური კატასტროფების ეპიცენტრი იყო – საშინელი სტიქია ანადგურებდა მოსახლეობას. ერთხელაც, იქაურ ბერს, ჰაიტენს, ბუდა გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ მოარჯულებდა სტიქიას, თუ კი ხალხი ფულს შეაგროვებდა და ბუდას ქანდაკებას დადგამდა ზუსტად მდინარეების შეერთების ადგილას. ადამიანები უხალისოდ იმეტებდნენ თავიანთ მწირ თანხებს და, ბოლოს, 713 წლისთვის, საჭირო თანხა შეგროვდა...

ლეგენდა, ასევე, მოგვითხრობს, რომ შეგროვილი თანხის ხელში ჩაგდება იქაურ მმართველს მოუნდა, მაგრამ, ბერმა უთხრა, უწინ თვალებს დავითხრი, ვიდრე ბუდას ფულს მოგცემო. ხარბმა მმართველმა მისი სიტყვები არაფრად ჩააგდო. მაშინ ბერმა დანა აიღო და თვალები დაითხარა. მან ვერ ნახა ბუდას ქანდაკება. ბუდას ხელები მუხლებზე აქვს დაწყობილი. მისი თავი 15 მეტრი სიგრძისაა. ის კლდის პირს უსწორდება. თითოეული თითის სიგრძე 1,6 მეტრია...

ლეგენდის შესაძლოა, არ გჯეროდეს, მაგრამ, ფაქტია, რომ სტიქიამ უკან დაიხია და საუკუნეების განმავლობაში იქ ადამიანები აღარ შეუწუხებია. ბუდას გრანდიოზული ქანდაკება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.