ზუსტი მეცნიერება ქალების საქმე არ არის – ასე ფიქრობენ მამაკაცები, მაგრამ, ისინი სუბიექტურნი არიან. არსებობენ ქალები, რომლებმაც ამ მოსაზრებისგან აღარაფერი დატოვეს.
პირველი სწავლული მეცნიერი ქალი იყო ილატია ალექსანდრიელი (370-415), რომელიც ნეოპლატონიზმის ალექსანდრიულ სკოლას ხელმძღვანელობდა, ანუ, არათუ ფილოსოფიით იყო გატაცებული, არამედ, სერიოზულად გახლდათ დაკავებული ასტრონომიული ცხრილის გამოთვლით. სწორედ მან სრულყო დისტილატორი, არეომეტრი, პლანისფერო.
ავგუსტა ადაკინგი – ჯორჯ ბაირონის ქალიშვილი, იგივე გრაფინია ლავლეისი (1815-1852). მან შეადგინა მსოფლიოში პირველი პროგრამა გამომთვლელი მანქანისთვის, ანუ, ის პირველი პროგრამისტი იყო. მის პატივსაცემად პროგრამირების უნივერსალურ ენას „ადა“ უწოდეს.
ამალია ემინიოტერი (1882-1935) მათემატიკოსი. 1915 წელს მან სერიოზული წვლილი შეიტანა ფარდობითობის თეორიის შემუშავებაში. აინშტაინი აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი პიროვნებისა და ნიჭის მიმართ.
გრეისჰოფერი (1906-1922) ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი, თანაც, სამხედრო მოღვაწე – კონტრადმირალი. მუშაობდა ამერიკაში პირველიკომპიუტერის – „მარკ 1-ის“ შექმნაზე.