სულ ცოტა ტყუილი...

სულ ცოტა ტყუილი...

დიპლომატია თავისთავად გულისხმობს ტყუილს. თუ ყოველთვის, ყველგან და ყველასთან გულახდილი იქნებით, სისტემატურ კონფლიქტებს თავს ვერ აარიდებთ. მითუმეტეს, არანაირი საჭიროება არ არსებობს საყვარელ მეუღლესთან გულახდილობისა. თუ ზოგჯერ ითვალთმაქცებთ, ამით მის გულს მოიგებთ, რაც თქვენს ურთიერთობას ძალიან წაადგება. მაგრამ, უნდა იცოდეთ, როდის ითვალთმაქცოთ, რა დოზით და სად, ანუ, როგორ გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ პატარ-პატარა ტყუილები.

მიართვით საყვარელ მეუღლეს ცხელი სასმელი საღამოს – ყვავილების ჩაი, ყავარძით, შოკოლადი და მხოლოდ ამის შემდეგ მოახსენეთ თქვენი სურვილი – ასე გაცილებით ადვილად დაიყოლიებთ, რადგან, ცხელი სასმელი ადამიანს ადუნებს და ამშვიდებს. არ დაგავიწყდეთ ამ დროს ღიმილიც...

მამაკაცებს აქვთ ერთი უნიკალური თვისება: როცა არ უნდათ, რამე გაიგონონ, ისინი „თიშავენ“  სმენას, ანუ, კი არ იტყუებიან, რომ არ ესმით, მართლა არ ესმით... გამოსავალი მარტივია: მიუახლოვდით, ვითომ მისი კოცნა გინდათ და სათქმელი ყურში უთხარით, მაგრამ, აუცილებლად ჩურჩულით და აუცილებლად მარცხენა ყურში...

აღიარეთ მისი „დამსახურებები“, ანუ შეაქეთ მაშინაც, როცა ის ამას პირობითად იმსახურებს. სხვათაშორის, მამაკაცები მტკივნეულად რეაგირებენ ოჯახურკონფლიქტებზე, შენიშვნებსა და ხშირ საყვედურებზე. მათ ქალებზე არანაკლებად სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა, მითუფრო – მეუღლის მხრიდან.

ამიტომ, აჯობეთ საკუთარ ამბიციებს და შეაქეთ ხოლმე ქმარი. უთხარით, რომ ის საუკეთესოა, ოღონდ, არც გადააჭარბოთ. ზურგს უკან კი მაინც გქონდეთ მომარჯვებული ეკლიანი ჯოხი ყოველი შემთხვევისთვის...