ცოტა ხნის წინ ინგლისში მსოფლიოს ყველაზე მეტი მაღლივშენობებიანი ქალაქების რეიტინგი შეადგინეს. მაღლივ შენობად ჩაითვალა მინიმუმ 12-სართულიანი ან ისეთი ნაგებობა, რომლის სიმაღლეც 115 ფუტზე (35 მ) მეტია.
შედეგები მეტად საინტერესო აღმოჩნდა. სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ჰონკონგში 7685 მაღლივი შენობაა.
2. ნიუ-იორკში - 5924
3. სან პაულუში - 5667
4. სინგაპურში - 4368
5. მოსკოვში - 3273
6. სეულში - 2877
7. თეირანში - 2804
8. ტოკიოში - 2702
9. რიო დე ჟანეიროში - 2564
10. სტამბოლში - 2148