შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელსაც სპეციალური ავზით ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მუშაობდა ორი ერთეული სახანძრო და სამაშველო ჯგუფი. ასევე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ცისტერნაში არსებული ქიმიური ნივთიერების შემცველობას ადგენენ.
მაშველებმა ცისტერნა შემთხვევის ადგილიდან უვნებლად ამოიღეს და სპეციალურ მისაბმელზე განათავსეს. ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად მსუბუქად დაზიანდა მანქანის მძღოლი, რომელსაც დროულად ჩაუტარდა პირველადი დახმარება და გადაყვანილია საავადმყოფოში.