დიდ ბრიტანეთში უახლოეს თვეებში დეტექტივების ცნობილი ავტორის, აგატა კრისტის მუზეუმი გაიხსნება. ახალი სამუზეუმო ღირსშესანიშნაობა გახდა მამული, რომელიც ოდესღაც მწერალს ეკუთვნოდა.
ბრიტანულ საგრაფო დევონში მამული “გრინვეი“ მნახველებისათვის სულ მალე გაიხსნება. სწორედ აქ დაწერა აგატა კრისტიმ მრავალი ნაწარმოები, მათ შორის ისინიც, სადაც მაძებარი ერკიულ პუარო ფიგურირებს. მამული, რომელიც მდინარე დარტის ნაპირზეა, ძეგლთა დაცვის საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ, მწერლის ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ შეიძინა.
დამთვალიერებელთათვის პირველი სართულის ოთახები და მეორე სართულის მთავარი ოთახები გაიხსნება. ასევე შეიძლება იმ სასტუმრო ოთახის სტუმრობაც, სადაც მწერალი თავის ხელნაწერებს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უკითხავდა. შესასვლელი ბილეთი დიდებისთვის დაახლოებით 6,5 ევრო ეღირება, ბავშვებისთვის კი 5 ევრო.