როცა ორგანიზმში წიდები გროვდება, ადამიანი სწრაფად იღლება, აწუხებს უძილობა, თავის ტკივილი, უმადობა და ასე შემდეგ. ამ დროს ეცადეთ, არ მიიღოთ საკვები საღამოს 7 საათის შემდეგ.
თუ ძალიან მოგშივდათ, ჭამეთ 1 ჩაის ჭიქა მაწონი შაქრის გარეშე – ის ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის. ამ მხრივ კარგია კეფირიც. სვით, ასევე, ბევრი სითხე. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, ნასადილევს კი, ორი საათის შემდეგ, კვლავ 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ.
ორგანიზმის გასაწმენდად კარგია მწვანე ჩაიც. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ნაწლავის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.
გვირილისა და პიტნის სამკურნალო ჩაი არა მარტო ამშვიდებს ნერვებს, არამედ, კარგია კუჭ-ნაწლავის მუშაობისთვისაც.
ხილი კარგია ორგანიზმიდან წიდების გამოსადევნად, რადგან ის შეიცავს უჯრედისსა და პექტინებს. სადილობამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 ცალი ვაშლი – ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.
უშაქრო იოგურტი ორგანიზმს ეხმარება მავნე ნივთიერებებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. ასევე, კარგია სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა და ზომიერი ვარჯიშების ჩატარება.