აღნიშნულ შეხვედრაზე კომენტარი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დენი აიალონმა გააკეთა. "კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა ისრაელში, ჯასტინ! დარწმუნებული ვარ აქ გატარებული დროით ნასიამოვნები დარჩებით, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეები ისიამოვნებენ თქვენთან შეხვედრით", - წერს სოციალურ ქსელ Twitter-ზე აიალონი.
როგორც ისრაელის მედიასაშუალებები წერენ, ბიებერი მკვდარ ზღვას, მასადასა და კაესარეას ისტორიულ ციხეებს ესტუმრება. 15 აპრილს კი თელ-ავივში კონცერტს გამართავს. "მე ბედნიერი ვარ წმინდა მიწაზე ჩასვლის შესაძლებლობა რომ მომეცა", - აღნიშნავს პოპვარსკვლავი. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბიბერი რომელიმე ქვეყნის ლიდერს ხვდება. 2010 წელს თეთრ სახლში ის აშშ-ს პრეზიდენტ ობამას შეხვდა.