დუბაის კაფეში ნამდვილი ოქროს ჩაი იყიდება

დუბაის კაფეში ნამდვილი ოქროს ჩაი იყიდება

დუბაიში მოდურ კაფე Art Café Mocca-ში სტუმრებს ოქროს ჩაის სთავაზობენ – ჩაის გრანულები ძალზე თხელი, 22-კარატიანი ოქროს ფენითაა დაფარული. ორი კვირაა, რაც სასმელი გამოჩნდა და სპეციალურ სარეკლამო ფასად – 55 დირჰემად (დაახლოებით 15 ამერიკული დოლარი) იყიდება.

სანამ სუფრაზე მოხვდებოდეს, ჩაი გრძელ გზას გადის: „ჩვენ ვყიდულობთ ჩაის, რომელიც ცეილონის პლანტაციებში მოჰყავთ, ვგზავნით მათ გერმანიაში, სადაც მათ თხელი ოქროს ფენით ფარავენ, შემდეგ კი – მაროკოში, არომატიზაციისათვის. საბოლოო პროდუქტი უნიკალურია“, – ყვება კაფეს მფლობელი, წარმოშობით ეგვიპტელი, 32 წლის აშრაფ მახრანი.

დუბაის კაფეს მფლობელი დარწმუნებულია, რომ ეს სასმელი ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, კარგად ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ფიზიკურ დაღლილობას. მაგრამ, ყველა როდი ეთანხმება მის შეხედულებას: ოქრო გარკვეული რაოდენობით საჭიროა ორგანიზმისთვის, მაგრამ, აითვისებს თუ არა ის ასეთი ფორმით, ძნელი სათქმელია თუკი ეს ძვირფასი ლითონი რაიმე დადებითი გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ალბათ, მხოლოდ პლაცებოს ეფექტით. როგორც ამბობენ, ყველა ავადმყოფობა ნერვებისგანაა და, მაშინ, ის სასარგებლოა – ოქრო, როგორც არ უნდა მიიღოთ, ყოველთვის დადებითი ემოციების მომტანია.

უნდა აღინიშნოს, რომ ძვირფასი სასმლის მომზადება ნებადართულია დუბაის შესაბამისი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ  და მიჩნეულია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ. ეს სასმელი ახალი არაა – მას იცნობენ და უყვართ ჩინეთში, ინდოეთსა და დასავლეთის ქვეყნებში.