ტყეში „გატყუებული“ ნოდარ დუმბაძე

ტყეში „გატყუებული“ ნოდარ დუმბაძე

მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე, მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავტევ სტუმრებსო და გადაწყვიტა ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები.

მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც. თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა.

ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით, მე მინდა... და უცბად, მატარებელმა გაიგრიხინა. ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და რომ დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა, ვადღეგრძელოო... ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ საპირისპიროდ მომავალმა.

მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე, კაი ადამიანო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და „რეიცაზე“ დამადებინე თავიო.