ბესო ხარძიანი დაჭრეს

ბესო ხარძიანი დაჭრეს

ბიზნესმენ ბესო ხარძიანს საკუთარ სადარბაზოში ესროლეს. ბიზნესმენს სამი ტყვია აქვს თავში ნასროლო, ხოლო ორი მუცელში და უმძიმესი მდგომარეობით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ დროისთვის უცნობია, ვინ ესროლა ბიზნესმენს, თუმცა როგორც ითქვა, მკვლელი მოტოციკლეთით იყო. შსს მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. ყოფილმა პოლიტპატიმარმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კუს ტბის კუთვნილი წილები დაიბრუნა. შეგახსენებთ, რომ კუს ტბის წილები ხარძიანის ოჯახმა მისი დაპატიმრების შემდეგ, იძულებით გადაუფორმა ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენელს. საქმეში ფიგურირებდა გია უდესიანი, სწორედ უდესიანი ითხოვდა ხარძიანების ოჯახისგან ქონების გადაფორმებას.