კოცნა... ციფრებში

კოცნა... ციფრებში

ტუჩებში 100-ჯერ მეტი ნერვული დაბოლოებაა, რომლებიც „ასულდგმულებენ“ ვნებას და ჩვენს სექსუალურ გაღიზიანებას იწვევენ. ამიტომაც, კოცნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანების სიახლოვის დროს.

მამაკაცების 40 პროცენტი ამტკიცებს, რომ კოცნა მათთვის უფრო სასიამოვნო და აუცილებელია, ვიდრე ქალბატონებისთვის.

მართალია, კოცნის დროს პარტნიორებს ერთმანეთისგან 8 ათასზე მეტი ბაქტერია გადაეცემათ, მაგრამ, კოცნების 95 პროცენტი ნამდვილი ვარჯიშია ნაოჭების საწინააღმდეგოდ.

ქალებს იშვიათად უყვარდებათ მამაკაცები, რომლებმაც არ იციან კოცნა, თუმცა, მამაკაცები ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ

შუა საუკუნეებში ადამიანები საქმიან ქაღალდებზე და კონტრაქტებზე სვამდნენ ჯვარს და მერე ქაღალდს კოცნიდნენ – ამით ამტკიცებდნენ, რომ არ იტყუებოდნენ.