ცაცია ვარსკვლავი - კიანუ რივზი

ცაცია ვარსკვლავი - კიანუ რივზი

თავისი ბავშვობის დიდი პერიოდი კიანუს ტორონტოში აქვს გატარებული. ის საკმაოდ კარგად თამაშობდა ჰოკეის და კანადის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე თამაშზე ოცნებობდა, თუმცა, ტრავმის გამო მისი სპორტული კარიერა არ აეწყო.

უჩვეულო სახელი კიანუმ ჰავაელი ბაბუის პატივსაცემად მიიღო. მისი სახელი ჰავაური ენიდან ასე ითარგმნება: „გრილი ნიავი მთის თავზე.“

17 წლის ასაკში კიანუ რივზი მაკარონების მაღაზიაში მუშაობდა მენეჯერად.

კიანუ რივზს სიბნელის ეშინია. ის, ასევე, ნაკლებად კონტაქტურია ჟურნალისტებთან და კითხვის დასმის შემდეგ რამდენიმე წუთი ფიქრობს პასუხზე.

რივზი სამეჯლისო ცეკვების, სერფინგისა და ჯირითის მოყვარულია.

კიანუ რივზი მოტოციკლების დიდი მოყვარული და რარიტეტული მოდელების კოლექციონერია. ის რამდენჯერმე გადაურჩა ავარიაში სიკვდილს. მას ხერხემალში ფოლადის ფირფიტა აქვს ჩადგმული – ერთ-ერთი ავარიის შედეგი.

კიანუ რივზი პროფესიონალურად უკრავს გიტარაზე. მას ჰყავდა საკუთარი ჯგუფები: „დოგსტარი” და „ბეკი”.

კიანუ არასდროს კითხულობს თაყვანისმცემლების მოწერილ წერილებს. წერილების კითხვის ნაცვლად,  მას ურჩევნია, თავისუფალი დრო ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროს.

კიანუ რივზს არასდროს ჰქონია საკუთარი კომპიუტერი. თუკი მას უწევს ურთიერთობა კომპიუტერთან, ის ხელოვნურ ინტელექტს ჭადრაკს ეთამაშება.

კიანუ რივზს შვილის ყოლის პანიკური შიში აქვს.

კიანუ რივზი ცაციაა.