ხაჭო და ყველი მამაკაცის პოტენციაზე მოქმედებს

ხაჭო და ყველი მამაკაცის პოტენციაზე მოქმედებს

ადამიანის სექსუალური შესაძლებლობები დამოკიდებულია საკვებზე. პოტენციის ასამაღლებელი პროდუქტებია: კვერცხი, ყველი, ხაჭო, ნიორი, კიბორჩხალა, ხამანწკა, ხახვი, სუნელები, ისპანახი, თაფლი, ქინძი, ოხრახუში, თხილი, ნიგოზი, შოკოლადი.

თუ გინდათ, რომ საკვები თქვენს სექსუალურ შესაძლებლობებზე აისახოს, მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს A, B, ჩ და E ვიტამინები.

A ვიტამინი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ამაღლებს სექსუალურ პოტენციას. ის დიდი რაოდენობით შედის რძეში, ყველში, ცხოველურ ცხიმებში, სტაფილოში, ისპანახში, წიწმატსა და სალათის ფურცლებში;

B ჯგუფის ვიტამინები აძლიერებს ნერვულ სისტემას, რაც აუცილებელია ადამიანის სექსუალური აქტივობისთვის. ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს: თევზი, ხორცი, კარტოფილი, რძის პროდუქტები, ხორბალი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო;

C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამ ვიტამინით მდიდარია ასკილი, ლიმონი, მოცხარი, ქაცვი და კომბოსტო;

E ვიტამინის მეშვეობით ფუნქციონირებს მამაკაცისა და ქალის სასქესო ჯირკვლები. მას დიდი რაოდენობით შეიცავს კვერცხი, თევზი, საქონლის ღვიძლი და ქაცვი.

გარდა ვიტამინებისა, საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებითა და დაბალანსებული პროდუქტებით.

თითქმის ყველა სახის ბოსტნეული და ხილი ამაღლებს პოტენციას. განსაკუთრებით კარგია: თხილი, ნიგოზი, პიტნა, ტარხუნა, ანისული, ქონდარი, კვლიავი – ეს პროდუქტები აძლიერებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ღრუში. ასევე, კარგია თალგამი, ჭარხალი, თაფლი, რძე, წითელი წიწაკა, ვაშლი, ბროწეული, ისპანახი, ოხრახუში და ძმრითა და მზესუმზირის ზეთით შეზავებული სალათები.

ხაჭო და ყველი განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე.