რატომ მიდის ქალი

რატომ მიდის ქალი

ქალები ბევრად უფრო იშვიათად ანგრევენ ოჯახს. მით უმეტეს, იმ საზოგადოებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თუმცა, ზოგიერთს მოთმინების ფიალა მაინც აევსება ხოლმე. თანაც, თუ კაცი, რომელიც ოჯახს ანგრევს, მერე 90 პროცენტ შემთხვევაში ძალიან ნანობს ამას, ქალი უკან აღარასოდეს იხედება, სულ წინ და წინ მიდის.

მამაკაცი დიდხანს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის განქორწინებამდე. ქალს შეუძლია, გადაწყვეტილება ერთ წუთში მიიღოს, მაშინ, როცა მისი მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი ჩაეშვება.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ქალების 38 პროცენტი ანგრევს ოჯახს, როცა მას ქმარი სცემს. ზუსტად ამდენივე პროცენტი წყვეტს კავშირს მამაკაცთან, თუ ის ცუდი მამაა და ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ძალადობს შვილებზე.

28 პროცენტი ქალებისა ოჯახს ანგრევს მეუღლის ღალატის გამო. მათ არ შეუძლიათ მოღალატე მამაკაცის გვერდით ცხოვრება.

17 პროცენტს, უბრალოდ, სხვა უყვარდება.