2015 წლის 27 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმროში Holliday Inn (26 მაისის ქუჩა #1) გაიმართება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის SMS და ვიდეო ზარის სერვისის პრეზენტაცია.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ:
გიორგი ბიჭაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის დირექტორი
ნილს სკოტი, გაეროს ელჩი საქართველოში
არჩილ თალაკვაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 112-ის ახალი სერვისის უშუალო ბენეფიციარები.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნატალია გელაშვილი, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112, n,gelashvili@112.ge, 577 777 954
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, Sophie.Tchitchinadze@undp.org, 599 196907
სოციალური მედია:
| www.112.ge | www.ge.undp.org | www.facebook.com/112.ge | www.facebook.com/UNDPGeorgia |
112 ყველასთვის, როცა წამები გადამწყვეტია…
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. 112-ში შემოსული შეტყობინება, გადაუდებელი დახმარების შესახებ, გადაეცემა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს. ვიდეო ზარის მეშვეობით შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.
სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია112-ის ვებ-გვერდზე WWW.112.GE.
სერვისი ამოქმედდება 27 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.