უცნობი ბილ გეითსი

უცნობი ბილ გეითსი

17 წლის ასაკში ბილ გეითსმა თავისი პირველი კომპიუტერული პროგრამა სკოლის ადმინისტრაციას 4 200 დოლარად მიჰყიდა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებს ბილ გეითსმა განუცხადა, რომ 30 წლის ასაკში მილიონერი გახდებოდა.

31 წლის ასაკში ბილ გეითსი მილიარდერი გახდა.

თავისი პირველი პროგრამა გეითსმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დაწერა და ის ეხებოდა სასწავლო საათების დაგეგმარებას. ამ პროგრამის საშუალებით, გეითსი საკუთარ თავს იმ კლასებში ახვედრებდა, რომლებშიც საუკეთესო გოგონები სწავლობდნენ.

ბილ გეითსი ყოველწლიურად ერთ მილიონამდე დოლარს იხდის კომუნალურ გადასახადებში.

ბილ გეითსს უყვარს ჩოგბურთის, გოლფისა და ბრიჯის თამაში.

1977 წელს ბილ გეითსი ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეს პოლიციამ დააპატიმრა ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარებისა და წითელ შუქზე შუქნიშნის დაუმორჩილებლობის გამო.

ბილ გეითსი ცნობილი აგნოსტიკოსია. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, სწამს თუ არა მას ღმერთის, გეითსმა უპასუხა: მე არ გამაჩნია მისი არსებობის არანაირი ფაქტები.

სიკვდილის წინ სტივ ჯობსი ბილ გეითსის მიერ გამოგზავნილ გამოსამშვიდობებელ წერილს კითხულობდა.