ტეილორი დაითითოვეს

ტეილორი დაითითოვეს

სააუქციონე სახლი Christie's–ი გასაყიდად გამოიტანს კაბებს, ძვირფასეულობას, ხელოვნების ნიმუშებსა და სხვა ნივთებს, რომლებიც მსახიობ ელიზაბეტ ტეილორს ეკუთვნოდა.

ასეთი შინაარსის შეთანხმება გარდაცვლილი მსახიობის ნათესავებთან გაფორმდა. თავად ტეილორმა ჯერ კიდევ 2006 წელს დაავალა სააუქციონე სახლს საკუთარი ძვირფასეულობის განკარგვა გარდაცვალების შემდეგ. ვაჭრობის ჩატარების ზუსტი თარიღები და ლოტების ღირებულება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Christie's–მა უკვე გაყიდა ტეილორის კაბები, შემოსული თანხა კი მსახიობმა შიდსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა, რომელიც თავადვე დააარსა.

გარდაცვლილი მსახიობის ნივთების გაყიდვის სურვილი სააუქციონე სახლ Phillips de Pury–საც აქვს, რომელმაც ტეილორის გარდაცვალების შემდეგ მხატვარ ენდი უირხოლის მიერ შექმნილი მისი პორტრეტი გაყიდა. აუქციონზე ასევე გამოიტანეს მსახიობის ინტიმური მიმოწერა მის პირველ საქმროსთან.

ელიზაბეტ ტეილორი 2011 წლის 23 მარტს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლოს–ანჟელესში დაკრძალეს.