ორგულობის სიმბოლო - ყვითელი ყვავილი

ორგულობის სიმბოლო - ყვითელი ყვავილი

ამბობენ, რომ ყვითელი ყვავილები ორგულობის სიმბოლოა. ეს სტერეოტიპი, თავის არსებობას ძველ, არაბულ ლეგენდას უნდა უმადლოდეს.

მხედართმთავარმა მუჰამედმა ომში წასვლის წინ, სახლში დარჩენილ ცოლს – აიშანს ერთგულება და მოთმინებით ლოდინი სთხოვა. მაგრამ, აიშანმა ქმარს უღალატა.

მუჰამედს მოახსენეს საყვარელი ცოლის ღალატის შესახებ, მაგრამ მას ისე სწამდა აიშანის, რომ არ დაიჯერა. მაშინ ბრძენმა ურჩია: ცოლისთვის წითელი ვარდები ეჩუქებინა, თუ ისინი ფერს შეიცვლიდნენ და გაყვითლდებოდნან, მაშინ აიშანი ტყუოდა.

მუჰამედი ასეც მოიქცა. აიშანმა ვარდები დიდ ლარნაკში ჩააწყო. დილით ვარდებმა ფერი შეიცვალა – გაყვითლდა. მას შემდეგ ყვითელი ვარდები ორგულობისა და განშორების სიმბოლოა.