სასიყვარულო  ტრადიციები მსოფლიოში

სასიყვარულო ტრადიციები მსოფლიოში

სასიყვარულო ტრადიციები ზოგიერთ ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, გაგაოცებთ. თუმცა, ადგილობრივებისთვის განსაკუთრებული მათში არაფერია 

დავიწყოთ ნიგერიით – ბოროროს ტომში ყოველწლიურად ტარდება „სილამაზის კონკურსი“ ვაჟებს შორის. მონაწილეები საგულდაგულოდ იგრიმებიან და სათითაოდ ეჩვენებიან ტომის ათ ულამაზეს გოგონას. ყველაზე ლამაზ ჭაბუკს უფლება ეძლევა, ჟიურის წევრებიდან ამოირჩიოს ისინი, ვინც მას მოსწონს და იცხოვროს რამდენიმე პარტნიორთან ერთად ერთი თვის განმავლობაში. ჩვენს სილამაზის კონკურსებში ასეთი პრიზები არ არის.

კენია – ამ ქვეყანაში ახალგაზრდა გოგონას სიყვარულის შესახებ ყველაფერს მისი გვარის უხუცესი ქალი ასწავლის. ზოგჯერ „მასწავლებელი“ პირველ ღამეს ახალდაქორწინებულების საწოლის გვერდით ატარებს და ახალბედებს მითითებებს აძლევს. ძირითადად, რჩევებს პატარძალი იღებს. ახალგამომცხვარი ქმარი კი ვალდებულია, ერთი თვე ცოლის ტანსაცმლით იაროს. მიჩნეულია, რომ ეს მას დაეხმარება იმის გაგებაში, თუ რამდენი საზრუნავი აქვს ქალს ოჯახში.

ნეპალი – აქ მიღებულია მრავალქმრიანობა. ქალიშვილი ჯერ ოჯახის უფროს ვაჟიშვილზე თხოვდება... მერე უმცროსი ძმებიც იზრდებიან და მათაც უწევს ცოლობას. თუმცა, ყველაფერი მაინც მოლაპარაკებაზეა. ქალია მთავარი და როგორც ის იტყვის, ისე მოხდება.

იაპონია – ამომავალი მზის ქვეყანაში სიყვარულის თამაშები რთული და საინტერესოა. მამაკაცი მოქმედებს პრინციპით – ბატონობა და მორჩილება. მხოლოდ სიამოვნების მინიჭება პარტნიორისთვის, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

ფილიპინები – პირველ საქორწინო ღამეს ცოლ-ქმარს ინტიმური ურთიერთობა აკრძალული აქვთ. ამიტომ, ნეფე-პატარძალს უფლება აქვთ იმდენი ალკოჰოლი დალიონ, რამდენიც უნდათ, იმხიარულონ და გაერთონ, როგორც ესიამოვნებათ.