აღმოსავლეთ პარტნიორობის ანგარიშის თანახმად, საქართველომ, საერთო შედეგების მიხედვით, 2014 წლის ინდექსში ყველაზე მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.
დოკუმენტის მიხედვით, ექვს ქვეყანას შორის გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ღრმა და მდგრადი დემოკრატიის სფეროში, განსაკუთრებით კი არჩევნებისა და ადამიანის უფლებათა მხრივ დაფიქსირდა.
საქართველოს ბიზნესგარემო დღესაც საუკეთესოა რეგიონში, ინდექსის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ გადასახადებს საქართველოში ემატება წინსვლა ფართომასშტაბიანი პრივატიზაციისა და სანიმუშო კორპორატიული მართველობის კუთხით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდა მედიაგარემო, მთავარი პროკურატურა აღარ აკონტროლებს მართლმსაჯულების სისტემას და ქვეყანა წარმატებით გადავიდა საპარლამენტო მმართველობაზე.
2014 წლის ინდექსი ცხადყოფს, რომ განხილულ პერიოდში (2013 წლის იანვარი - 2014 წლის ივნისი) აღმოსვლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი ქვეყნის შედეგები არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, მოლდოვა და განსაკუთრებით, საქართველო განაგრძობენ სტაბილურ წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მეორე მხრივ, სომხეთსა და უკრაინაში დაფიქსირდა არასტაბილური ტრაექტორია და გარე და შიდა გამოწვევების რიგი. უკრაინამ, საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და განახორციელა მისი რატიფიკაცია, ხოლო სომხეთმა უარი თქვა ხელშეკრულებაზე და მოემზადა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისთვის რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის კვლადაკვალ.
2013 წლის მსგავსად, საქართველომ შედეგები სამივე კატეგორიაში გააუმჯობესა. „დაკავშირების“ კატეგორიაში, რომელშიც საქართველო ისევ მესამე ადგილზეა მოლდოვასა და უკრაინას შემდეგ, ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში კვლავ სუსტია, იმავე დონეზე, რაც აზერბაიჯანის შემთხვევაში.
„დაახლოების“ კატეგორიაში საქართველომ გააუმჯობესა თავისი პოზიცია და დღეს პირველ ადგილზეა მოლდოვასთან ერთად. დაფიქსირდა ექვს ქვეყანას შორის გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ღრმა და მდგრადი დემოკრატიის სფეროში, განსაკუთრებით კი არჩევენბისა და ადამიანის უფლებათა მხრივ. უფრო მეტიც, საქართველოს ბიზნესგარემო დღესაც საუკეთესოა რეგიონში და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებსაც ყველაზე უკეთ სწორედ საქართველო აკმაყოფილებს.
„ევროინტეგრაციის მენეჯმენტის“ კატეგორიაში საქართველომ გაუსწრო მოლდოვას და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რაც არის არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, არამედ ევროკავშირში ინტეგრაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისა და ევროკავშირის კვლევების საუნივერსიტეტო მხარდაჭერის შედეგიც.
დადებითად შეფასდა საქართველოს ურყევი ნება ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით, ასევე ევროკომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინება, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მიმდინარე რეფორმები მართლმსაჯულების სექტორში, სექტორული რეფორმების გააქტიურება და აქტიური მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. ამ მიღწევების აღიარებამ გამოიწვია ასოცირების ხელშეკრულების დაგეგმილზე ადრე ხელმოწერა (თავდაპირველად, დაგეგმილი იყო 2014 წლის შემდოგომაზე), თუმცა უკრაინაში საგანგაშო ვითარებამაც იქონია ზეგავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაზე.
კანონიერად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევიდა ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელთა თანახმადაც საქართველოს დომინანტი საპრეზიდენტო სისტემა ჩაანაცვლა შერეულმა საპარლამენტო მოდელმა. ევროკომისიამ ასე დაახასიათა ეს პერიოდი საქართველოში: „საქართველომ წარმატებით გაიარა რთული და უპრეცედენტო ტრანზიცია და ჩაატარა უკიდურესად მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელთა შედეგადაც ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა, ასევე ორჯერ შეიცვალა პრემიერ-მინსიტრი, არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი, დასრულდა ქმედითი კოჰაბიტაციის პერიოდი და პოლიტიკურ სისტემაში განხორცილდა საკონსტიტუციო ცვლიელებები, რის შედეგადაც შეიცვალა ერთი დომინანტი პარტიის მიერ მართული სისტემა.“
პარლამენტმა, რომელიც წარსულში ტრადიციულად ასრულებდა დომინანტი აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშემრდომის როლს, შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი ტრანზიციის პერიოდში და აჩვენა თავისი პოტენციალი, როგორც მნიშვნელოვანმა მოთამაშემ ახალ პოლიტიკურ სისტემაში.
ტრანზიციის პერიოდში ახალი მთავრობისთვის დახმარების გაწევის მიზნით, ევროკავშირმა დანიშნა თომას ჰამარბერგი (ყოფილი ევროკომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში) სპეციალურ მრჩევლად საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოში. მისი ანგარიში (საქართველო გარდამავალ პერიოდში) საფუძვლად დაედო საქართველოს ისტორიაში პირველ ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიას (2014-2020 წლები), რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა, ხოლო შესაბამისი ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა დამტკიცებული იქნა სამთავრობო დადგენილების ძალით.
მკაცრი და სადამსჯელო სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია და კანონების ამომწურავი პაკეტის მიღება, რომლებიც ემსახურებოდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდბლობის უზრუნველყოფას, აღიარეს, როგორც ახალი მთავრობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა,ასევე აღსანიშნავია მედიასაშუალებებისთვის სასამართლო პროცესებზე აუდიო, ვიდეო და ფოტომასალების ჩაწერის/გადაღების უფლების მინიჭება, რაც შეფასდა, როგორც სასამართლოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისკენ გადადმული პოზიტიური ნაბიჯი. პატიმრობის, როგორც პრევენციული ზომის, გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა.
მოსაზრება, რომ მთავარი პროკურატურა დომინირებს მართლმსაჯულების სისტემაზე, მოიხსნა დღის წესრიგიდან და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მგრძნობიარე საქმეებთან დაკავშირებით მოსამართლეებმა რამდენჯერმე არ დააკმაყოფილეს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა. რამდენიმე დანაშაულის შემთხვევაში შთანთქმის პრინციპის აღდგენა დადბითად იქნა შეფასებული, როგორც არაპრპორციულად ხანგრძლივი სასჯელის თავიდან აცილებისკენ მიმართული ზომა.
საქართველოში მწვავე დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო სახელმწიფოს სისტემატური ჩარევა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა დაახლოებით 24000 ვიდეო და აუდიჩანაწერი, რომლებიც ასახავდა პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ცხოვრების ინტიმურ სცენებს - ეს მასალები მოპოვებული იყო წინა ხელისუფლების მიერ პოლიტკური მიზნების მისაღწევად. სამინისტროს თანახმად, ყველა უკანონოდ მოპოვებული მასალა განადგურდა.
საქართველომ შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია „დაახლოების“ კატეგორიის საბაზრო ეკონომიკსა და DCFTA კომპონენტში. დღეს ბიზნესის დაარსება სწრაფად და იაფად ხორციელდება (რითაც მკვეთრად განსხვავდება სიტუაციისგან უკრაინასა და მოლოდვაში), რაც უზრუნველყოფს თავისუფალ შესვლას ბაზარზე. 2014 წლის ინდექსის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით
საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით ჩაატარა არჩევნები, რომლებიც აღიარეს კიდეც ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. OSCE/ODIHR არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო გარემო ბევრად ნაკლებად იყო პოლარიზებული, ვიდრე 2012 წლის არჩევნების დროს, და დაცული იყო გამოხატვის, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლებანი.
საქართველო იყო ერთადერთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელმაც აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და დაადასტურა მდგრადი პროგრესი 2014 წლის ინდექსის „დაახლოების“კატეგორიის ღრმა და მდგრადი დემოკრატიის კომპონენტში. ამ კატეგორიაში საქართველო და მოლდოვა პირველ ადგილს იყოფენ.
2014 წლის 31 ოქტომბერს ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ უპასუხა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის ყველა მოთხოვნას, და დაიწყო მეორე და საბოლოო ეტაპი, რომლის შემდეგაც კომისიამ უნდა მიაწოდოს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს რეკომენდაცია უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველო დაიწყო ამ სამოქმედო გეგმის განხორციელება იკრაინაზე ორი წლით გვიან, მხოლოდ 2013 წლის თებერვალში, თუმცა 2014 წლის ბოლოსთვის უკვე შეძლო მეორე ეტაპის განხორციელების დაწყება უკრაინასთან ერთად. ზოგადად, საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი „დაახლოების“ კატეგორიის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის კომპონენტებში.
2014 წლის ინდექსის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ გადასახადებს საქართველოში ემატება წინსვლა ფართომასშტაბიანი პრივატიზაციისა და სანიმუშო კორპორატიული მართველობის კუთხით.
ქვეყანაში ზოგადი წინსვლის გათვალისწინებით, დღეს საქართველოს მოქალაქეები იმედის თვალით შეჰყურებენ შენგენის ქვეყნებთან ესოდენ ნანატრი უვიზო რეჟიმის შემოღების პერსპექტივას და მოელიან საქართველოს ხელისუფლებისგან ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების სრულფასოვან გამოყენებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის განსახორციელებლად.