ბოლოკი ჩინებული ანტიდეპრესანტია

ბოლოკი ჩინებული ანტიდეპრესანტია

ბოლოკში ბევრი უჯრედისია, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, აკავებს მიკროორგანიზმების ზრდას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამაგრებს კაპილარებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთმოსხმული ბოლოკი. იმ სალათებს კი, რომელშიც ბევრი კამა, ოხრახუში და სხვა სანელებლებია, ორგანიზმი იოლად ითვისებს.

თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, ბოლოკის წვენი უნდა მიიღოთ სტაფილოს წვენთან ერთად. შეგიძლიათ, მას მწიკვი მარილიც დაუმატოთ. ნაზავი დალიეთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ. ეს წვენი კარგია სისხლნაკლებობის დროსაც.

ბოლოკი კარგი ანტიდეპრესანტიცაა. ამიტომ, თუ გუნება-განწყობა გაგიუარესდათ, გირჩევთ, ჭამოთ ბოლოკისა და მწვანილის ზეთმოსხმული სალათა.