„ფრთხილად მიშაში ფეხი არ ჩადგათ“

„ფრთხილად მიშაში ფეხი არ ჩადგათ“

გუშინ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი „სახალხო შეკრება“ გაიმართა. მიუხედავად იმისა რომ „დიადი მიშას“ მხარდამჭერებს საქართველოში მძიმე დღეები უდგათ, იხტიბარს მაინც არ იტეხენ და ჩვენი ქვეყნის წარსულისაკენ დაბრუნება სურთ. უცხო ქვეყნებში „გადახვეწილი“ მიშიკოც „იატაკქვეშეთიდან“ გამოსულია, უწინდელი მხნეობაც დაიბრუნა და ხან უკრაინიდან, ხანაც შორეული ამერიკიდან საქართველოს მოსახლეობის თითქმის ყოველდღიური დამოძღვრა დაიწყო.

„ნაციონალების მიტინგზე“ რა გითხრათ. ვერ გაუგია ამ ხალხს რომ მათმა მატარებელმა უკვე ჩაიქროლა. ალბათ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზით მიდის, ამ ადამიანებს ჯერ ერთად შეკრებისა, შემდეგ კი რამდენიმე საათის განმავლობაში ლაპარაკის საშუალება რომ ეძლევათ.

„ნაცები“ „რევანშისთვის“ ემზადებიან, ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველებს კი პოლიტიკური ანეკდოტების მორიგი გამოშვება მსურს შევთავაზო.

სანამ უშუალოდ ანაკდოტებზე გადავალ, ერთ საყურადღებო მასალას გაგაცნობთ. არ ვიცი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდა „ნაცებს“ სტაჟიანმა და გამოცდილმა „ნაცებმა“ ერთგულების ფიცი თუ დაადებინეს. ეს „დოკუმენტი“ ერთ-ერთ ადგილობრივ ფორუმზე ამოვიკითხე.

“ახალგაზრდა ნაციონალის ფიცი“

მე, ნაციონალური მოძრაობის წევრობის კანდიდატი, წევრად არჩევის შემთხვევაში, ვდებ საზეიმო ფიცს, რომ:

1. პრეზიდენტი მაგარია. დავდგები მის გვერდით ნებისმიერ სიტუაციაში, თანამდებობის მისაღებად.

2. დავთანხმდები ნებისმიერ შემოთავაზებულ თანამდებობას, თუნდაც ამ სამსახურის არა გამეგებოდეს რა.

3. ვილაპარაკებ სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე სიმართლეს არ შეესაბამება.

4. მზად ვარ, პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავიდე ოპოზიციაში, მოვევლინო მათ ერთ-ერთ ლიდერად და გადამწყვეტ სიტუაციაში ისევ უკან დავბრუნდე.

5. პრეზიდენტის და პარტიის დასაცავად, მზად ვარ, უკმაყოფილო ხალხის შეკრების შემთხვევაში, აღვიჭურვო წყლის პარკებით, კისტის თოფით და სხვა საშუალებებით და გამოვიყენო ისინი სამშობლოს დასაცავად.

6. თუ ზემდგომი ორგანოები დამდებენ პატივს და ჩამსვამენ რომელიმე ბიზნესის წილში, მზად ვარ, პირად კეთილდღეობასთან ერთად აღნიშნული წილი მოვახმარო არჩევნებს, ოპოზიციონერთა მოსყიდვას და ასევე ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს.

7. არჩევნების წინ, ქუჩაში მოსახლეობის გამოკითხვის დროს, მზად ვარ დავდგე „რუსთავი 2"-ის კამერის წინ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და ვილაპარაკო ხელისუფლების წარმატებებზე.

8. ჩემი პარლამენტის დეპუტატად გაყვანის შემთხვევაში, მზად ვარ, ოთხი წლის განმავლობაში ვიჯდე მდუმარედ და ხმა მივცე უმრავლესობის მიერ შემოტანილ ნებისმიერ კანონპროექტს, თუნდაც ეს კანონპროექტი წაკითხული არ მქონდეს.

9. პიარის საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, გადავიცვა ზეინკალ-შემდუღებლის ფორმა (მიუხედავად იმისა, რომელ თანამდებობაზე ვიქნები) და შევასრულო პრესკონფერენციის ფონის ფუნქცია.

10. თუ ამ პუნქტებიდან რომელიმეს დარღვევა გადავწყვიტე, მზად ვარ, წავიკითხო ამ ფიცის პირველი პუნქტი.

„ფიცის“ გაცნობის შემდეგ უშუალოდ „საქმეზე“ გადავიდეთ. თავის დროზე სააკაშვილის შესახებ ხალხში მოარული არაერთი ანეკდოტი შევკრიბე. ამის გამო „მიშიკოს“ შესახებ „სიახლეების“ მოძიება გარკვეულწილად გამიჭირდა, თუმცა რამდენიმე „მარგალიტს“ მაინც მივაგენი.

1. მიშა ჯოჯოხეთში მოხვდება. უცნაური ხმებია, გარშემო ყველაფერს სულ ორთქლი ასდის და ცხელი ტალახის წვიმა მოდის. ჰორიზონტზე სატანა მოჩანს , რომელიც დიდ სავარძელშია ნახევრად წამოწოლილი და ჩილიმს აბოლებს.

ეშმაკებს მიშა ამ სატანასთან ნელ-ნელა მიჰყავთ. ერთი ეშმაკი ,მეორეს გადაულაპრაკებს: -  რეზო ამაშუკელი რას გაიხარებსო.

მიუახლოვდებიან სატანას და სატანა ეტყვის დაგვტოვეთო. დარჩებიან მარტონი მიშა და სატანა. სატანა მიშას ეუბნება : ახლოს მოიწიეო. შეშინებული მიუახლოვდება მიშა. კიდევ ახლოსო. წაიწევა წინ მიშა. - თვალები დახუჭეო. დახუჭავს მიშა. ეხლა გაახილეო. გაახელს და დიდი ეკრანი გამოჩნდება, რომელსაც აწერია "პირდაპირი ჩართვა სააქაოდან".

ეკრანიდან  ჯონდი ბაღათურია მოჩანს, იღიმის და: - ჰა, ვინ მოხვდა ჭეშმარიტ ბალნეოლოგიურ კურორტზეო!

2. სააკაშვილი: ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა...  თუ წარმატებებით ვიტრაბახებდით.

3. მიშა კვდება. ექიმი იტყვის თუ მამალი ჭიანჭველა არ გადაყლაპა, სხვა ვერაფერი უშველისო. შეწუხდა მთელი ნაცმოძრაობა, ვაითუ დედალი გადავაყლაპოთ და „დაგვებრიდოს“ მიშა-ბელადიო.

ვანო მერაბიშვილი რისი ვანო იქნებოდა, გამოსავალს მიაგნო და ცოტა ხანში სასიკვდილოდ გადადებულს ჭიანჭველა მიართვა. მიშამ გადაყლაპა და ეგრევე განიკურნა.

გახარებულმა „მაღალმა“ ვანოს ჰკითხა, როგორ დაადგინე რომ მაინცდამაინც მამალი იყოო

- უადვილესია. ჭიანჭველების ბუდესთან მივედი და დავიძახე, მიშა კვდებაო.

ერთ-ერთმა მიპასუხა, ამ ჩემს ...სო, მეც დავავლე ხელი და წამოვიყვანე.

მოგვიანებით, იმ ჭიანჭველას ათი ათასი მისცეს და „კურიერის“ მიკროფონების წინ ათქმევინეს, რომ მიშას ნაწლავები მსოფლიოში საუკეთესოა და ნანახით აღფრთოვანებულია.

4. მიშას არასდროს არ აქვს განდიდების მანია, ის უბრალოდ ღმერთია.

5.  „მაღალი“, ალიევი და სარქისიანი სანადიროდ არიან. დაინახეს დათვის ბუნაგი, გაექანა „მაღალი“ და შევარდა. ცოტა ხანში გამოდის უთავოდ. გაკვირვებული ალიევი ეკითხება სარქისიანს - ამას თავი ხომ ჰქონდაო?? ...ეეე, მაგას თავი რომ ჰქონოდა, ბუნაგში არ შევარდებოდაო...

6. გორში ფორთხვის შემდეგ, მიშამ თქვა: "ეხლა მივხვდი ადრენალინს როგორი სუნი ჰქონიაო".

7. ხალხში მოარული ფრაზა: - „ფრთხილად მიშაში ფეხი არ ჩადგათ“. 

8. მიშას ჯოჯოხეთში დეპორტი ჩაურტყეს

9. ვანო მინსტრთა საბჭოზე ტრაბახობს, ქურდული მენტალიტეტი აბსოლუტურად ამოვძირკვეო.

უცებ მიშა ეუბნება:

- ვანო მიდი ერთი ეგ ფანჯარა მოხურეო.

- ეგ მინისტრის საქმე არაა, ეგ „შნირების“ საქმეაო - უპასუხა ვანომ.

10. იაპონელები, ბრიტანელები, ამერიკელები და ქართველები ერთმანეთს ეჯიბრებიან, - ვინ უფრო მაგარი გამომგონებელი-მეცნიერია. იაპონელები მიცვალებულს ხელოვნურ ორგანოებს გადაუნერგავენ, დააპროგრამებენ და გააცოცხლებენ.

ბრიტანელები ჩონჩხს ხორცის მაგივრად ხელოვნურ ქსოვილებს მიაბამენ, დააპროგრამებენ და გააცოცხლებენ.

ამერიკელები ადამიანის თვალს იპოვიან, მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიით თვალის მიერ სიცოცხლეში ნანახ ყველა ინფორმაციას შეისწავლიან და მისი მეშვეობით ზუსტად ისეთ ადამიანს შექმნიან, როგორიც თვალის პატრონი იყო.

დადგა ქართველების ჯერი და ქართველები დასცინიან დანარჩენებს - ეგ რა არის, ჩვენ გაურკვეველი ნივთი ვიპოვეთ, ჰალსტუხი გავუკეთეთ და პრეზიდენტად დავნიშნეთო“.

დროებით მიშას „თავი დავანებოთ“ და დღევანდელი წერილის დასასრულს უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ „გადავერთოთ“.

11. დაკითხვიდან გამოსულ "ნაციონალს" მეორე "ნაციონალი" ეკითხება:

- რა გითხრეს?

- რა და, ან იმღერე, ან უგულავას წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო.

- მერე, რა ქენი?

- რომელი ალა პუგაჩოვა მე ვარ...

12. "ნაციონალების" წევრი "ოცნების" წევრს შეხვდა. "ნაციონალი" ეკითხება:

- რავა ხართ, ძამა?

- თქვენ რომ გაგიხარდებათ, ისე.

- რავა, ამოწყდით ყველა თუ?

13. ნაც.მოძრაობა წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს ახალქალაქის რაიონში, უამრავი ადგილობრივია თავმოყრილი და ყველა გულწრფელად ნაციონალებს უჭერს მხარს."ნუ გეშინით, აქ ივანიშვილის პარტიას ხმას არავინ მისცემს" - არწმუნებენ ადგილობრივი თავკაცები „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს

- კი მაგრამ რატომ?

- ეეე, იმ სომეხის დედა ვატირე „ქართულ ოცნებას“ რომ ხმას მისცემს.