ინდოეთი ციფრებში

ინდოეთი ციფრებში

ინდოეთის საერთო ფართობი 3 287 000 კვადრატული კილომეტრია. ეს საკმარისია 90 მილიონი ადამიანის ნორმალურად არსებობისთვის. ინდოეთის მოსახლეობა კი ერთ მილიარდზე მეტია.

ინდოეთში ჩვენთვის ნაცნობი ბუდა – სიდხარტხა გაუტამა – სულაც არ არის ერთადერთი და მთავარი ბუდა. ასეთი ბუდა იქ ბევრი ჰყავთ. უფრო მეტიც, ბუდიზმის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ყველას შეუძლია, გახდეს ბუდა, თუკი ის შეძლებს, დააგროვოს დიდი რაოდენობით დადებითი ენერგია.

ზღვის დონიდან 8 611 მეტრზე მდებარეობს ინდოეთის უმაღლესი წერტილი – მწვერვალი კა-2, იგივე ჩოგორი, იგივე დაპრანგი. მასზე ასვლა ყველაზე გამოცდილ მთამსვლელებსაც უჭირთ. თუ ევერესტი დღემდე 1 500-მა ადამიანმა დაიპყრო, კა-2-ზე ასულია მხოლოდ 249 ადამიანი და კიდევ 60 ისე დაიღუპა, მიზანს ვერ მიაღწია – გზაში გაიყინა. კა-2 მეორე ადგილზეა სახიფათო მწვერვალებს შორის. პირველობას არავის უთმობს ანაპურნი (ჰიმალაი, ნეპალი).

ჩვენს ერამდე ოცდამესამე-მეთვრამეტე საუკუნეებში მდინარე ინდის დაბლობზე პირველი ცივილიზაცია გაჩნდა – ინდური, იგივე ხარაპული ცივილიზაცია. ჩვენს ერამდე მერვე საუკუნეში ნეოლითის ხანა დაიწყო. სხვათა შორის, ინდოეთში დღემდე აქტუალურია მიწათმოქმედება ცეცხლით, ანუ, ბუჩქებიანი ფერდობის გადაწვით, რასაც აღარსად იყენებენ.