რატომ არის კვლავ საჭირო განუყოფელი უსაფრთხოების გაძლიერება?

რატომ არის კვლავ საჭირო განუყოფელი უსაფრთხოების გაძლიერება?

უსაფრთხოების განუყოფლობის იდეა წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კონცეფციას და საერთაშორისო დოკუმენტებში უხვად მოიპოვება ინფორმაცია უსაფრთხოების განუყოფლობის კონცეფციის შესახებ. „პარიზის ქარტიამ ახალი ევროპისთვის“ (1990წ) განაცხადა, რომ „უსაფრთხოება არის განუყოფელი და ყოველი მონაწილე სახელმწიფოს უსაფრთხოება განუყოფლად დაკავშირებულია ყველა სხვა დანარჩენთან“. ასევე აზიაში უსაფრთხოების განუყოფლობის მნიშვნელოვნობა ხაზგასმით არის აღნიშნული „აზიაში ნდობის აღდგენის ზომების და ურთიერთქმედების კონფერენციის“ (ანუკ) 1999 წლის დეკლარაციაში. ამ კონტექსტში, უსაფრთხოების განუყოფლობა მოითხოვს, რომ არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა გააძლიეროს თავისი საკუთარი უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოთა ხარჯზე და მათ შორის უნდა არსებობდეს ურთიერთდამოკიდებულება უსაფრთხოების ზონაში.

უსაფრთხოების განუყოფლობის თვალსაზრისით, მიუხედავად სხვადასხვა მოსაზრებებისა, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი დგას საერთო საფრთხის წინაშე და მათ ასევე გააჩნიათ ერთიანი ინტერესები და მოლოდინები საერთო მომავლისა. აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამკუთხედი წარმოადგენს 1990-იანი წლების გეოპოლიტიკური რეალობის აღმონაცენს და დაიხვეწა 2008 წლის საქართველოში აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე თვადასხმის შემდგომ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, კვლავ მოხდა ამ სამკუთხედის აქტივაცია. პირველი სამმხრივი შეხვედრა ამ სამი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, შედგა ტრაპზონში (2012), მეორე სხდომა გაიმართა ბათუმში (2013) ხოლო მესამე სხდომა კი განჯაში (2014).

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველა დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის დროს, შეიცავს სამ ძირითად ასპექტს: სახელმწიფოების სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე ზეწოლა, სეპარატიზმი და მათი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გამოხატული საშიშროებები და არატრადიციული უსაფრთხოების საშიშროების წინააღმდეგ თანამშრომლობა. 2015 წელს, აზერბაიჯანის და საქართველოს მხრიდან, კვლავ საჭიროა გაკეთდეს აქცენტირება თავიანთ სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე. ყველა სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ რეგიონალური პრობლემების გადაჭრა მოხდეს დიალოგის გზით და უარს აცხადებენ ძალის გამოყენებაზე. იგივე თვალსაზრისით, ყველა წევრი ქვეყანა უარზეა მიიღოს დე-ფაქტო სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში და როგორც ისინი თვლიან, ძირითადი დაბრკოლება უფრო ფართო რეგიონალური თანამშრომლობისა, წარმოადგენს თვით რეგიონალურ კონფლიქტებს.

მიუხედავად იმისა, რომ სამკუთხედი არ არის სამხედრო ალიანსი, არსებობს რამდენიმე უსაფრთხოების ხელშეკრულება მათ შორის - 2002 წლის 30 აპრილს, ხელი მოეწერა უსაფრთხოების ხელშეკრულებას, არატრადიციული უსაფრთხოების საშიშროების წინააღმდეგ, როგორიცაა ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაულობები და ისეთი სხვა სახის კრიმინალი, რაც განსხვავდება ტრადიციული საფრთხისგან.

აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა წინ დიდი ნაბიჯი 19 აგვისტოს გადადგეს, როცა ამ სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა პირველად მოაწყვეს სამმხრივი შეხვედრა და დადეს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების შესრულების პირობა. აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო დგანან ერთნაირი რთული ამოცანის პირას და გააჩნიათ ერთი და იგივე პრიორიტეტი, რომ დაიცვან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოება და ასევე მიმდინარე სტრატეგიული პროექტები.

სამი მინისტრი, რომელიც 19 აგვისტოს ნახჩივანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთმანეთს შეხვდნენ, შეთანხმდნენ, რომ ემუშავათ ,,სამმხრივ წვრთნებზე რათა გაეძლიერებინათ სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა და ორმხრივი შეთანხმების მიღწევა ერთობლივი სამხედრო ოპერაციების დროს, ამაში შედიოდა ერთობლივი სემინარების და კონფერენციების ორგანიზება, სამხედრო განათლების განვითარება/ხელშწყობა და ნავთობის და გაზის მილსადენის დაცვისთვის საჭირო სამუშაოების შესრულება. მაგრამ, უდავო იყო შეხვედრის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არსებობა. ახალი გეოპოლიტიკური რეალობების, რომელიც რეგიონში აღმოცენდა დაძაბულობის ამასწინდელ ზრდის ფონზე, მთიან ყარაბაღში, საქართველო და აზერბაიჯანი მიისწრაფვის მიიღოს დახმარება სადაც შესაძლებელია.

ეს ყველაფერი დასტურია იმ ფაქტის, რომ რეგიონში იქმნება უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი, უფრო ძლიერი ფორმატი. რა თქმა უნდა, ზემოთნახსენებ ტერიტორიებზე წარმოებული თანამშრომლობა შემდგომში უფრო გაზრდის სამხედრო ძალას, ჯარების პროფესიონალიზმს და ამ ქვეყნებში არსებულ სამხედრო აღჭურვილობის პოტენციალს. ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს იმ გარე ძალების ქმედითუნარიანობას, რომლებიც ცდილობენ მოახდინონ გავლენა რეგიონში.

მთავარი მიდგომა ამ საკითხისადმი გააძლიერებს თანამშრომლობას დასავლურ ორგანიზაციებსა და მოქმედ პირებს შორის. ტრაპზონის დეკლარაციაში ხაზგასმით აღნიშნულია მნიშვნელობა უწყვეტი თანამშრომლობისა ნატოსა და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის და თანამშრომლობის სხვა სფეროებს შორის. 1994 წლიდან, აზერბაიჯანმა და საქართველომ დაიწყო ნატოსთან თანამშრომლობა მშვიდობისთვის პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე. სამხედრო სფეროში თანამშრომლობამ მიიქცია ყურადღება როგორც მომავალმა ხედვამ პერსპექტიული გეგმებისა, რომლებიც მიზნად ისახავს ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებას, მათ შორის სამმხრივ თანამშრომლობას.

მეორე მხრივ, ეს სამკუთხედი არ არის სხვა რეგიონალურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის წინააღმდეგ. სანამ აზერბაიჯანი და თურქეთი ცდილობენ თავიდან აიცილონ ის ფაქტი, რომ ეს თანამშრომლობა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, საქართველო ცდილობს თავიდან აიცილოს, რომ ეს სამმხრივი თანამშრომლობა მიმართულია სასომხეთის წინააღმდეგ. მაგრამ, აზერბაიჯანი და თურქეთი ასევე არ არიან წინააღმდეგნი სასომხეთს ჰქონდეს კავშირი ამ სამკუთხედთან, იმ შემთხვევაში, თუ სასომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის და თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

ეს სამკუთხედი ურთიერთკავშირშია სხვა მიმდებარე რეგიონებთან როგორიცაა კასპიის, ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონი. ამიტომაც, ამ რეგიონების ნებისმიერი არასტაბილურობა ღრმად მოქმედებს და კავშირშია ამ სამკუთხედთან. ეს სამკუთხედი ურთიერთკავშირშია კასპიის ზღვასთან აზერბაიჯანის გავლით, შავ ზღვასთან საქართველოს და თურქეთის გავლით და - ხმელთაშუა ზღვასთან თურქეთის გავლით. ამ თვალსაზრისით, ეს სამკუთხედი უსაფრთხო ურთიერთკავშირში იმყოფება უფრო ფართო გეოგრაფიულ რეგიონთან და არსებობს შესაძლებლობა, რომ შემუშავდეს მექანიზმები სტაბილურობის, მშვიდობის და კეთილდღეობის დასამყარებლად უფრო ფართო რეგიონში.

ჯამში, რატომ არის კვლავ მნიშვნელოვანი „განუყოფელი უსაფრთხოების“ ხედვის მიღება, რაც უკავშირდება სამკუთხედის წევრებს შორის ურთიერთობებს - პირველ რიგში, საქართველოს და აზერბაიჯანის ძირითადი ამოცანაა, რომ გადარჩეს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, იგი მიზნად ისახავს გამოყენებულ იქნას დამცავი და არა თავდასხმითი მექნიზმები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამკუთხედი მზად არის დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა გარე აგრესიისგან, ის განსაკუთრებულად წინაღმდეგი არ არის ნებისმიერი სხვა ქვეყნის ან ორგანიზაციის მიმართ.

მეორე მხრივ, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამკუთხედი გამოდის საერთო ინტერესებიდან და ახასიათებს მსგავსი მსოფლიო შეხედულებები. ამასთანავე, უფრო დიდი შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვის აუზი რჩება სამხედრო და არასამხედრო გამოწვევების საფუძველი. ასევე არსებობს მზარდი ცნობიერება, რომ ამ რისკებს და სირთულეებს გააჩნიათ სამკუთხედის ნეგატიური გავლენა. ამიტომაც, იმისათვის, რომ დაიძლიოს ეს საშიშროებები, უნდა მოხდეს სამკუთხედის წევრების კოორდინაცია. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. მათ ასევე უნდა მოახდინონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე თანამშრომლობის განვითარების და ფართოდ დადგენილი კონსესუსის მიღების გაანალიზება.

ამასობაში, არსებულმა გადამწყვეტმა კონსესუსმა, რომელიც უკავშირდება ცივი ომის მოვლენებს ამ სამკუთხედის გარშემო და დასავლეთ რუსეთის მეტოქეობამ და ევრაზიის გეოგრაფიის იდეოლოგიურმა დაყოფამ, სამკუთხედს დაბრკოლებები შეუქმნა. დღესდღეობით, ეს სამკუთხედი დგას პოსტ-ცივი ომის ერის ახალი საბრძოლო სახის რისკის წინაშე. ამ მასიური სამხედრო დაპირისპირების რისკი კვლავ არსებობს ევრაზიაში და ევრაზიის „იდეოლოგიური“ დაყოფა იწვევს საშუამავლო ომის განვითარების რისკს რეგიონში. პასუხი კითხვაზე თუ როგორ უნდა განახორციელონ ასთ-ის ქვეყნებმა თავიანთი მიზნები იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიაში განვითარდეს უსაფრთხოების ზოგადი და განუყოფელი ტერიტორია, ეს მხოლოდ თანამშრომლობის გზით უნდა მოხდეს. წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს ჭეშმარიტი დიალოგის წარმართვაში.